კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ძარცვა „ელვა მარკეტის“ პრესის ჯიხურებში

9 აგვისტო, 2012

გაზეთ „რეზონანსის“ (2012 წლის 9 აგვისტო) ცნობით, ბოლო თვენახევრის განმავლობაში პრესის გამავრცელებელი ჯიხურების ქსელის „ელვა მარკეტის“ 8 ჯიხური გაიძარცვა. მათ შორის, ორი მათგანი ორჯერ გაქურდეს. ბოლო ძარცვა 6 აგვისტოს მოხდა. როგორც „რეზონანსთან“ ინტერვიუში ქსელის დირექტორმა, ვახტანგ მაისურაძემ განაცხადა, ძარცვების შედეგად ზარალი დაახლოებით 13-14 ათასი ლარია. „ელვა მარკეტის“  მფლობელი მედიაჰოლდინგი „პალიტრაა“.

„რეზონანსის“ ცნობით, პირველი ძარცვის შემდეგ დააკავეს 14 წლის მოზარდი, რომელმაც დანაშაული აღიარა და ის მოგვიანებით, არასრულწოვნების გამო გაათავისუფლეს.

„მე არ ვფიქრობ, რომ ამ ბავშვს სხვა ძარცვებშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. პირველი შემთხვევა განსხვავებული იყო. დანარჩენი 9 შემთხვევა კი ერთი ხელწერითაა შესრულებული - ვიტრინას ტეხენ და იქიდან შედიან. იმდენად კარგად გეგმავენ უკან დასაბრუნებელ გზას, რომ კვალს არ ტოვებენ“, - აღნიშნავს მაისურაძე გამოცემასთან ინტერვიუში.

აქვე განმარტებულია, რომ მძარცველები არ არჩევენ წასაღებ ნივთებს და ყველაფერი მიაქვთ: წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, საღეჭი რეზინები, თამბაქო, სასმელები, კონდენციონერი და ცოცხიც კი. ვახტანგ მაისურაძე ძარცვის მიზეზებზე ვერ საუბრობს, თუმცა ეჭვობს, რომ დანაშაულს ერთი პიროვნება, ან ერთი ჯუფი ჩადის.

„რეზონანსის“ ჟურნალისტი გლდანი-ნაძალადევის პოლიციის გამომძიებელს ესაუბრა. მისი ინფორმაციით, საქმეში ახალი არაფერია, არ არსებობს თითის ანაბეჭდები და მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერებს არ აქვთ ღამის ხედვის ფუნქცია, რის გამოც გამოძიება წინ ვერ მიდის.

Media.ge

ახალი ამბები