კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უშუქობის გამო მეტროს სადგურებში რთული ვითარება შეიქმნა

9 აგვისტო, 2012

9 აგვისტოს შუადღით თბილისის მეტროს სადგურებში რთული ვითარება შეიქმნა, როდესაც ელექტრომომარაგების შეწყვეტის გამო თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა შეჩერდა.

მგზავრები, რომლებიც დენის გათიშვის დროს მეტროპოლიტენით სარგებლობდნენ და გვირაბებში დარჩნენ, მეტროსადგურებს ეტაპობრივად ტოვებდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მათ ჰქონდათ გაუსაძლისი პირობები, სიცხე და უჰაერობა, რის გამოც რამდენიმე შეუძლოდ გახდა.

მათივე განცხადებით, მეტროსადგურების დატოვება მოახერხეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვაგონების სადგურამდე მისვლა მოხერხდა, ესკალატორზე ამოსვლა კი ფეხით მოუწიათ.

მგზავრების განცხადებით, მეტროსადგურებში ამ დრომდე რჩება ხალხი, არიან ისეთებიც, მაგალითად მოხუცები, რომლებიც შეუძლოდ არიან და საკუთარი ფეხით ამოსვლას ვერ ახერხებენ.

ამასთან, მგზავრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა მათ მიმართ ყურადღება არ გამოიჩინეს და სადგურებში დარჩენილი ადამიანები სასმელი წყლით არ მოამარაგეს.

საქართველოს ელექტროსისტემა ავარიის გამო, დაახლოებით ერთის საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. ავარიის გამო თბილისს და რეგიონების ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. დედაქალაქში გათიშული იყო მეტროპოლიტენი, სატელევიზიო ანძა, შუქნიშნები. პრობლემები შეიქმნა რკინიგზაზეც. დედაქალაქში მოქალაქეები ლიფტებში ჩარჩნენ, რის გამოც გახშირდა სამაშველო სამსახურის გამოძახებები.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები