კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„იმედის“ ჟურნალისტი დაშვებული შეცდომის გამო უმუშევარი დარჩა

10 აგვისტო, 2012

Media.ge

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით ჟურნალისტი ქეთი ქაშაკაშვილი ტელეკომპანია „იმედიდან“ წავიდა. ამის მიზეზი 7 აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტის მიმდიბარე ტერიტორიიდან დროშების დაშვების ცერემონიალის გაშუქებისას დაშვებული შეცდომა გახდა.

დროშების დაშვების ცერემონიალის დროს ქეთი ქაშაკაშვილმა საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკის“ დღის 11-საათიან გამოშვებაში, პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ "რუსეთი საომარ მოქმედებებში 8 აგვისტოს ჩაერთო და მან თავისი საჯარისო ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა ოსეთის ტერიტორიაზე ლეგალურად შეიყვანა“.

სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა მათე კირვალიძემ აღნიშნა, რომ ქაშაკაშვილმა გადაწყვეტილება აგვისტოს ომის თემაზე დაშვებული შეცდომის გამო თავად მიიღო.

„ქრონიკის“ ჟურნალისტი ქეთი ქაშაკაშვილი თვითნებურად პირდაპირ ეთერში დაშვებული შეცდომის გამო ძალიან წუხს და საკუთარი გადაწყვეტილებით „ქრონიკა“ დატოვა. რაც მოხდა ჟურნალისტის მიერ პირდაპირ ეთერში, ჩართვისას დაშვებული შეცდომაა და არა - საინფორმაციო სამსახურის და ტელევიზიის პოზიცია. შემთხვევა მკვეთრად განსხვავდება იმ ფაქტისგან, როდესაც მსგავსი შინაარსის ტექსტი სხვა ტელევიზიაში წამყვანმა პირდაპირ ეთერში, სტუდიიდან წაიკითხა“, - განუცხადა მათე კირვალიძემ „ინტერპრესნიუსს“.

Media.Ge  ქეთი ქაშაკაშვილს  ვერ დაუკავშირდა.

„იმედის“  ჟურნალისტის მსგავსად, ანალოგიური  შეცდომა დაუშვა ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ წამყვანმაც, 8  აგვისტოს,  12 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში,. მოგვიანებით ტელეკომპანიამ ბოდიში მოიხადა და გაირკვაა, რომ „მეცხრე არხმა“ აგვისტოს ომის გასახსენებლად ტექსტი სააგენტო “GHN”-ის მასალიდან გამოიყენა. GHN-ის მასალაში ნამდვილად ეწერა, რომ რუსეთმა ჯარები საქართველოში ლეგალურად შემოიყვანა.დაშვებული შეცდომის გამო ბოდიში სააგენტომაც მოიხადა და ტექნიკური შეცდომა საიტზე 8 აგვისტოსვე გაასწორა. სააგენტოს განცხადებით, სიტყვა „ლეგალური“ ბრჭყალებში უნდა ყოფილიყო ჩასმული.

თუმცა 2012 წლის 8 აგვისტოს ტელეკომპანია „იმედმა“ „მეცხრე არხის“ შეცდომა საკუთარ ეთერში განათავსა, როგორც პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის განცხადება. „მეცხრე არხის“ ამ შეცდომას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 8 აგვისტოს ფოთის ნავსადგურში გამოეხმაურა.

პრეზიდენტმა „მეცხრე არხი“ პარტიულ ტელევიზიად მოიხსენია: „მინდა გაგიზიაროთ ჩემი ტკივილი, იმაზე რაც მოვისმინე ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსისგან და მათი მედიასაშუალებისგან, სწორედ იმ დღეებში, როცა ერთად უნდა ვიდგეთ და პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს, როდესაც ეს ოჯახები, რომლებიც ახლა ჩვენთან არიან, გლოვობენ მოუშუშებელ იარას, დღეს, დილით, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სატელევიზო არხმა გამოაცხადა, რომ რუსეთის ძალები, რომლებიც შემოიჭრნენ და ფეხქვეშ გათელეს ჩვენი ქალაქები, ჩვენი ხალხის სიცოცხლე, თურმე მოქმედებდნენ სრულიად კანონიერად საქართველოს ტერიტორიაზე“.

ახალი ამბები