კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხემლისხიდში მცხოვრებ ნუგზარ გიორგაძეს საკუთარ კარმიდამოში გაშენებული პავლონია გაუჩეხეს

10 აგვისტო, 2012

ოზურგეთის სოფელ ცხემლისხიდში მცხოვრებ ნუგზარ გიორგაძეს საკუთარ კარმიდამოში გაშენებული 250 ძირი პავლონიიდან, ამ დილით 85 ძირი ხე აჭრილი დახვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ რეგიონული კორესპონდენტი იუწყება, გიორგაძეების ოჯახის წევრები ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.

ნუგზარ გიორგაძე ამბობს, რომ მორალურ ზიანთან ერთად ფინანსური ზარალიც მიადგათ, რაც 4000 ლარს აღწევს.

„პავლონია წელს გავაშენეთ, ერთი ნერგი 4 ამერიკულ დოლარად შევიძინეთ. გარდა ამისა, ამ მცენარეს სჭირდება განსაკუთრებული სასუქი, რომელიც ძალიან ძვირად ღირებულია. თავად მცენარის გაზრდას კი მინიმუმ 5 წელი სჭირდება და ერთი კუბური მეტრი სამასალე მერქანი 2000 ლარამდე ღირს“, - უთხრა „ინტერპრესნიუსს“ გიორგაძის მეუღლემ რუსუდან მემარნიშვილმა.

დაზარალებულმა დღესვე მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს. პოლიციის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, გიორგაძე პოლიციაში წაიყვანეს და დაკითხეს. ორსაათიანი დაკვითხვიდან გამოსული გიორგაძე ამბობს, რომ ოზურგეთის პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მისი თქმით პავლონიის გაშენების გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მიზნით მიიღო, რომ ეჩვენებინა ხელისუფლებისთვის, თუ რამდენად მარტივად არის შესაძლებელი ამ მცენარის გამრვალება, დაასაქმო ადამიანები და რამდენიმე წელში მიიღო სოლიდური შემოსავალი.

„რამდენიმე დღის წინ სოფელში ამოსული იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზვიად კვაჭანტირაძე. მასთან შეხვედრაზე საკმაოდ მწვავე განცხადებები გავაკეთე ხელისუფლების მისამართით. მე ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს ვუკავშირებ მომხდარს. იმედი მაქვს, სამართალდამცავები გამოიძიებენ ყველაფერს და დამნაშავე დაისჯება“, - გვითხრა ნუგზარ გიორგაძემ.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ოფისმა მომხდარი ვანდალურ აქტად შეაფასა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები