კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უწყებათაშორისი კომისია სამთავრობო პროექტების ამსახველი ვიდეორგოლების განთავსების შეჩერებას ითხოვს

10 აგვისტო, 2012

უწყებათაშორისი კომისია რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას და საზოგადოებრივ მაუწყებელს, წინასაარჩევნო პერიოდში შეაჩეროს სოციალური რეკლამის სტატუსით ეთერში იმ ვიდეორგოლების განთავსება, რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს ასახავს და შესაძლოა, საარჩევნო რეკლამად იქნეს აღქმული.

ამის შესახებ განცხადება 9 აგვისტოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, უწყებათაშორისმა კომისიამ შეისწავლა ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განთავსებულ სოციალურ ვიდეორგოლებს შეეხება.

კინწურაშვილის განცხადებით, ვიდეორგოლები - „ერნერგოდამოუკიდებელი საქართველო“, „საქართველოს სტაბილური ენერგომომარაგება“, „დამზადებულია საქართველოში“, „მთავრობის 10-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა“, „30 ახალი საავადმყოფო 30 დღეში“, პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“, მთავრობის მიერ განხორცილეებული პროექტების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

კინწურაშვილის განცხადებით, უწყებათაშორისო კომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გაწეული მომსახურების საარჩევნო აგიტაციისგან მკაფიო გამიჯვნას.

„საარჩევნო პერიოდში სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტების ან მათი საარჩევნო ნომრის გამოყენება აკრძალულია. კანონმდებლობა ასევე აწესებს შეზღუდვებს სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ისეთი ბეჭდური მასალის დამზადებაზე, რომელშიც ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი ან არჩევნებში მონაწილეების რიგითი ნომერია ასახული“, - აცხადებს თამარ კინწურაშვილი.

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ სოციალურ რეკლამებში არც საარჩევნო სუბიექტი, არც მისი საარჩევნო ნომერი არ ფიგურირებს, იმისათვის, რომ გამოირიცხოს სოციალური რეკლამის საარჩევნო აგიტაციასთან გაიგივება, კომისია რეკომენდაციას აძლევს მთავრობას და საზოგადოებრივ მაუწყებელს, შეაჩერონ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები