კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ წევრი კუდ–ის უფროსს და პოლიციის უფროსის მოადგილეს ზეწოლაში ამხელს

13 აგვისტო, 2012

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, სიღნაღის რაიონის დაბა წნორში მცხოვრები ნიკოლოზ კიკილაშვილი შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ხელმძღვანელს სოსო ციციშვილს და სიღნაღის პოლიციის უფროსის მოადგილეს ბესიკ ლეკიაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც ნიკოლოზ კიკილაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ციციშვილმა და ლეკიაშვილმა მას სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატის ნუგზარ აბულაშვილის დავალებით „ქართული ოცნების“ და საქართველოს დატოვება მოსთხოვეს, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დაპატიმრებით დაემუქრნენ.

„სახლში მოვიდნენ ჯიპით. მითხრეს, რომ უშიშროებიდან იყვნენ და კახეთის უშიშროების უფროსი სოსო ციციშვილი მიბარებდა. კრიმინალი არ ვარ, ცუდი არაფერი ჩამიდენია და ამიტომ გავყევი, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, თუ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მომაყენებდნენ. სიღნაღში, სასაფლაოებთან, ტყე პარკში წამიყვანეს, იქ კოტეჯებია. ერთ–ერთ კოტეჯში სოსო ციციშვილი, ბესო ლეკიაშვილი და კიდევ ერთი პიროვნება დამხვდნენ, მესამე არ ვიცი ვინ იყო, მას ხმა არ გაუცია ჩემთვის. ციციშვილმა და ლეკიაშვილმა მითხრეს, „ოცნებიდან“ გამოდი და საქართველო ხვალვე დატოვეო. ერთი კვირის ვადა მომცეს, თუ არ წახვალ დაგიჭერთო, მე ვუთხარი, რომ არც „ქართული ოცნების“ და არც ქვეყნის დატოვებას არ ვაპირებ მეთქი. დაახლოებით 20 წუთზე მეტი ვყავდი კოტეჯში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც მომაყენეს. ეს ყველაფერი სიღნაღის რაიონის დეპუტატის ნუგზარ აბულაშვილის დავალება იყო. რამდენიმე დღის წინ აბულაშვილმა ჩემს 14 წლის ბიჭსაც მოსთხოვა „ქართული ოცნების“ მაისური გაიხადეო, მაგრამ არ გაიხადა“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნიკოლოზ კიკილაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი პარლამენტის წევრს ნუგზარ აბულაშვილს დაუკავშირდა, თუმცა მან კომეტარი არ გააკეთა: „კარგით რა, კარგით, ვინ ემორჩილება ჩემს დავალებებს,“ – აღნიშნა აბულაშვილმა და ტელეფონი გათიშა. ნუგზარ აბულაშვილი ამავე დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

სოსო ციციშვილთან და ბესიკ ლეკიაშვილთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები