კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი პედაგოგებს წინასაარჩევნო აგიტაციას აიძულებს

13 აგვისტო, 2012

ახმეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ბელა მარუქაშვილი საჯარო სკოლების პედაგოგებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პეტრე ცისკარიშვილის სასარგებლოდ აგიტაციას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება.

„სკოლის დირექტორები დაიბარა და ყველას დაავალა, რომ თითოეულმა პედაგოგმა ჩვენს სოფლებში პეტრე ცისკარიშვილის სასარგებლოდ უნდა ვიმუშაოთ. უბნებში ვიაროთ, ხალხი გამოვკითხოთ, რა უჭირთ, რა პრობლემა აქვთ, ვის უჭერენ მხარს, რას სთხოვენ პეტრე ცისკარიშვილს და ადგილობრივ ხელისუფლებას. ყველა პედაგოგმა მოხსენება წერილობითი სახით სკოლის დირექტორებს 15 აგვისტომდე უნდა ჩავაბაროთ, სკოლის დირექტორები კი მას ბელა მარუქაშვილს გადასცემენ. რათქმაუნდა ეს სამუშაო ანაზღაურების გარეშე უნდა შევასრულოთ. ვინც უარს იტყვის, დაგვიბარეს, რომ სექტემბრიდან ხელშეკრულებას აღარ გაგვიფორმებენ“, – აცნობეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს დუისის და ქვემო ალვანის საჯარო სკოლების პედაგოგებმა.

ახმეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ბელა მარუქაშვილი კომენტარს არ აკეთებს.

ბელა მარუქაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრიც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ბელა მარუქაშვილის მამა ომარ მარუქაშვილი ახმეტის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელია. ახმეტის საინფორმაციო ცენტრი გამგეობის შენობაშია განთავსებული და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ბელა მარუქაშვილის ძმა ვაჟა მარუქაშვილი „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ახმეტის სერვის-ცენტრის მენეჯერია.

შეგახსენებთ, ბელა მარუქაშვილი პირადად იყო ჩართული კახეთის საინფორმაციო ცენტრის რესპოდენტზე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერზე გულჩინა წიქორიძეზე ზეწოლის ფაქტებში. რესურს–ცენტრის უფროსმა სახლის მეპატრონეს, სადაც გულჩინა წიქორიძე თავს აფარებს, ბინიდან მარტოხელა, სოციალურად დაუცველი ქალბატონის გაგდება მოსთხოვა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები