კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაციონალური მოძრაობის“ უცნაური წინასაარჩევნო რეკლამა

13 აგვისტო, 2012

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ.#38 საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში გაკრულ სტენდზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომერი - ხუთიანია მიკრული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შენოხაზული 5 სტენდზე რამდენიმე დღის წინ გაჩნდა.

„არ ვიცი ვინ მიაკრა. ზემოდან დაწერილი არაა. მიკრულია ეგ წრეში ჩაწერილი ხუთიანი. ნაციონალური მოძრაობის რომელიმე წევრი ჩვენს კორპუსში არ ცხოვრობს. არც უცდია ვინმეს მისი მოძრობა“, - ამბობს კორპუსის პირველ სართულზე მცხოვრები ქალბატონი.

„მხოლოდ ჟურნალისტები დაინტერესდით. სხვა არავინ შეწუხებულა“, - გვითხრა იმავე კორპუსში მცხოვრებმა მამაკაცმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

12-სართულიან კორპუსში აღნიშნული სტენდი დიდი ხანია არსებობს. მასზე კორპუსში მცხოვრებთა გვარები და ბინის ნომრებია მითითებული.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები