კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციის მიერ დაკავებული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეანიმაციაში მოხვდა

13 აგვისტო, 2012

პოლიციის მიერ დუშეთის რაიონის სოფელ არღუნში დაკავებული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, ქრისტეფორე ჯანგირაშვილი მცხეთის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჯანგირაშვილი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

„დუშეთის პოლიციის თანამშრომლებმა ქრისტეფორე ჯანგირაშვილი ჩვენთან შეხვედრიდან მეორე დღეს დააკავეს. ჯანგირაშვილი დუშეთის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. საავადმყოფოში ის პოლიციამ გადაიყვანა. ამ ფაქტს საავადმყოფოში ადასტურებენ. ქრისტეფორე ჯანგირაშვილი ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება. პალატას ბადრაგი იცავს. ჩვენ მისი ნახვის უფლება არ მოგვცეს. როგორც მკურნალმა ექიმმა გვითხრა, მას მაღალი წნევა აღენიშნება. 150–100–ზე არ არის ისეთი მაღალი წნევა, რომლის გამოც ავადმყოფი რეანიმაციაში გადაჰყავთ. შესაძლოა, მასზე ფიზიკური ძალა იხმარეს. ვერაფერს ვერც გამოვრიცხავთ და ვერც დავადასტურებთ, რადგან ავადმყოფის ნახვის უფლება არ მოგვცეს. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ჯანგული ჯანგირაშვილს, ის წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული. დაკავებული უკვე ესაუბრა ადვოკატს. ჯანგულ ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული და დანაშაულს არ აღიარებს“, – განუცხადა მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ დუშეთის შტაბის ხელმძღვანელმა თევდორე კარიაულმა.
 
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები – ქრისტეფორე და ჯანგულ ჯანგირაშვილები შსს–ს პოლიციის დუშეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დუშეთის რაიონის სოფელ არღუნში 12 აგვისტოს დააკავეს.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები