კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი კანდიდატის შტაბმა პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

14 აგვისტო, 2012
 
ინგა გვასალია, ფოთი

კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის, ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბმა ფოთის პოლიციასა და პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. საჩივარი ეხება 3 აგვისტოს ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს. 

კოალიციის აქტივისტის, ომარ გუგუშვილის თქმით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის ორგანიზაციის აქტივისტ გოგონებს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრმა ირაკლი ნაჭყებიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ფლაერები და გაზეთები დაუხია და სახეში შეაყარა, როცა აქტივისტები ქალაქის ქუჩებში მოსაწვევებს არიგებდნენ. 

„მოგვიახლოვდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნაჭყებია, დაგვიხია გაზეთები და ფლაერები, სახეში შემოგვაყარა და გვითხრა, რომ ჩვენ სამშობლოს მოღალატეები ვართ“, - იხსენებენ აქტივისტები. 

მათივე განმარტებით, ამის შემდეგ მათ მიუახლოვდა „ტოიოტას“ მარკის შავი ავტომობილი სახელმწიფო ნომრით GJG-251, რომელიც ეკუთვნის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლები უკვე ამოცნობილნი არიან. ავტომანქანიდან გადმოსულმა პირმა ახალგაზრდებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა, რომ შეეწყვიტათ საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება.

ამ ინციდენტთან დაკავშირებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ეკა ბესელიას შტაბის იურიდიულმა სამსახურმა ფოთის პოლიციასა და პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. ბესელიას შტაბი შეშფოთებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და ამ ინციდენტში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ეკა ბესელიამ როგორც აღნიშნა, ხელისუფლებამ დაარღვია ის მემორანდუმი, რომლის დაცვისკენაც თავად მოუწოდებდა პოლიტიკურ პარტიებს. მემორანდუმის მიხედვით, განსაზღვრულია პოლიტიკური პარტიების ქცევის წესები, რომ მათ არ შეუშალონ ხელი ერთმანეთს საარჩევნო კამპანიის წარმოებისა და აქციების დროს. 

ეკა ბესელიამ განმარტა, რომ 3 აგვისტოს ჩადენილი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია და საჭიროებს ადეკვატურ რეაგირებას. 

„ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო შტაბმა შეშფოთება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით. იურიდიული სამსახურის უფროსის, ლილი გელაშვილის განმარტებით, ირაკლი ნაჭყებია ახდენდა დანაშაულის პროვოკაციას. მისი ქმედება იყო გამომწვევი: „ამავდროულად, სახეზეა შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მათი მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.  სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ინციდენტები, რომელსაც ჩვენ ვასაჩივრებთ და ვითხოვთ სასწრაფოდ გამოძიების დაწყებას, ცალსახად პოლიტიკური ნიშნითაა განპირობებული და პროვოკაციულ ნიშნებს ატარებს. შემდგომში მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება სს კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლების თანახმად“.     

ფოთის პოლიციის და პროკურატირის პარალელურად, საჩივარი გადაეგზავნება საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას.   
 

ახალი ამბები