კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მემორანდუმი ჯანმრთელობის უფლების დასაცავად

14 აგვისტო, 2012
 
არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „ახალი ვექტორი“ და „ჰეპა პლუსი“ ადამიანთა ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე ურთიერთთანამშრომლობისა და დახმარების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
 
ორგანიზაციები იწყებენ ურთიერთთანამშრომლობას ადამიანთა ჯანმრთელობის უფლების დასაცავად, იურიდიული მომსახურების განხორციელებისა და ერთობლივი საინფორმაციო კამპანიების წარმოების გზით.
 
ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ ახალი პროექტი „სტრატეგიული სამართალწარმოება ჯანმრთელობის უფლების დასაცავად“ დაიწყო, რომელსაც  ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ აფინანსებს.
 
პროექტის მიზანია, გააუმჯობესოს სოციალურად დაუცველი და მარგინალური მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლების დაცვა სტრატეგიული სამართალწარმოების მეშვეობით. 
 
ორგანიზაცია ჯანმრთელობის უფლებების დაცვის საკითხებზე უფასო იურიდიული  კონსულტაციებს (სატელეფონო, პირისპირი და ინტერნეტ საშუალებებით) გაუწევს დაინტერესებულ მოქალაქეებს.  ასევე, ჩატარდება ცნობიერების ამაღლების კამპანიები.

„42-ე მუხლი“ პასუხისმგებლობას იღებს ცალკეულ შემთხვევებში მოქალაქეებს გაუწიოს სამართლებრივი წარმომადგენლობა ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო ინსტანციებში.

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ახალი ამბები