კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მე შენ ჭკვიანი გოგო მეგონე...“

14 აგვისტო, 2012
 
„ქართული ოცნების“ ფოთის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლის, მაშიკო მელქაძის განცხადებით, კუნძულის უბნის მერიის ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი თანამშრომელი, ლევან სიჭინავა მის გადაბირებას ცდილობდა. 

როგორც მაშიკო მელქაძე ამბობს, ლევან სიჭინავა მას მაღალანაზღაურებადი სამსახურის სანაცვლოდ, კოალიციის წევრებისა და მხარდამჭერთა სიების გადაცემასა და სხვა ინფორმაციების მიწოდებას სთხოვდა. 

„მე შენ ჭკვიანი გოგო მეგონე და „ქართულ ოცნებაში“ რა გინდა?“ - მითხრა სიჭინავამ და შემოთავაზებულ წინადადებაზე დასაფიქრებლად ერთი დღე მომცა“, - ამბობს humanrights.ge-სთან საუბრისას მაშიკო მელქაძე. 

თუმცა, მელქაძემ ეს ერთი დღე არა თანამშრომლობისთვის დასტურის მისაცემად, არამედ გადაბირების ფაქტის დასამტკიცებლად გამოიყენა და სიჭინავას საუბარი ჩაიწერა. როგორც თავად ამბობს, ამ საუბრის მოწმეებიც არსებობენ. ამის შემდეგ მელქაძემ  პასუხად უარი მოახსენა სიჭინავას, რის შემდეგაც, როგორც მელქაძე ამბობს, მას დაემუქრნენ. 

ჩვენ კომენტარისთვის ლევან სიჭინავასთან დაკავშირებას შევეცადეთ, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. 

მაშიკო მელქაძე ფოთში ერთ-ერთ ფირმაში, „პალიასტომი-2004“-ში  სეზონურად, დეკლარანტად მუშაობდა. ცოტა ხნის წინ მას სამსახურიდან დაურეკეს და მოახსენეს, რომ ახალი სეზონიდან ვეღარ იმუშავებდა თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო,  რადგან „ქართული ოცნების“ აქტიური წევრია.    

ინგა გვასალია, ფოთი

ახალი ამბები