23:29, Wednesday, 11.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ვაჟა ვერულიძე: „ბათუმის ბიუჯეტი სოციალურ პრობლემებზე ორიენტირებული არაა“

16.08.2012

ბათუმში საკურორტო სეზონი დაიწყო. ამ პერიოდში ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობა დასვენების, გართობისა და კულტურის პროგრამებზე უფრო მეტ სახელმწიფო სახსრებს ხარჯავს, ვიდრე სოციალურ ან ჯანდაცვის პროგრამებზე.

კერძოდ, რაში იხარჯება ქალაქის ბიუჯეტის მეტი წილი? ამ და სხვა თემებზე  humanrights.ge-ს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვაჟა ვერულიძე ესაუბრება: „ბათუმის ბიუჯეტი 80%-ს იღებს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერების სახით. ასევე, ვიღებთ შემოსავლების არცთუ ისე მცირე ნაწილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. ამ თანხების მეტი წილი, ცხადია, ხმარდება ინფრასტრუქტურის განვითარებას. თუმცა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებიც.  2012 წლისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება 14 სოციალური პროგრამა, რისთვისაც წელს თითქმის 9 მლნ ლარია გამოყოფილი. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ თანხაში დაახლოებით 5 მლნ 200 ათასი ლარი ეკომიგრანტებისათვის სოციალური სახლების მშენებლობაზეა გათვალისწინებული. ქალაქში დღეს არსებულ სოციალურ ფონზე, ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია“.

რაც შეეხება ჯანდაცვის პროგრამას, რომელიც ასევეა წარმოდგენილი ქალაქის ბიუჯეტში, რესპონდენტის თქმით, 2012 წლისთვის ამ პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილია 736 ათასი ლარი. „ფაქტია, რომ ესეც არაა დიდი თანხა და  ვერ პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს, მით უმეტეს, რომ ჩემი აზრით, ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი იხარჯება არამიზნობრივად“, - ამბობს ვაჟა ვერულიძე.

კითხვაზე, რას გულისხმობს არამიზნობრივ ხარჯვაში, რესპონდენტმა გვიპასუხა: „თუნდაც, ავიღოთ ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა, რომელიც 2 მლნ ლარით დაფინანსდა. ასევე ჭაჭათაუერის მშენებლობა და სხვადასხვა ქანდაკებები ბათუმში. ამგვარ ღონისძიებებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხა იხარჯება. მაგალითად, საზაფხულო თეატრის მაკეტისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყო 100 ათასი ევრო. მაკეტი დაიწუნეს, ხოლო თანხა წყალში გადაყრილი გამოდგა. იმ მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ ფონზე, რაც დღეს ქალაქ ბათუმშია, აქაური მოსახლეობა ნამდვილად არ ელოდება ქუჩაში დასადგმელ რაღაც ლითონის ბურთულებს, რომლებშიც 500 ათასი ლარი დაიხარჯება. ვფიქრობ, ქალაქში, სადაც ამდენი პრობლემაა, სწორედ იმ საკითხებს უნდა მიექცეს ყურადღება, რაც მოსახლეობის მდგომარეობას გააუმჯობესებს“.

ნინო მშვიდობაძე, ბათუმი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC