კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს დაარტყა

16 აგვისტო, 2012
 
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის აქტივისტმა გურამ გურგენიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის (www.ick.ge) ჟურნალისტს ნატალია სარქისაშვილს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაარტყა, გადაღებაში ხელი შეუშალა და ვიდეოკამერა წაართვა.

ჟურნალისტი სოფელ ველისციხეში სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს იღებდა, რომლებიც ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ჟურნალისტთან ამ დროს მივიდა და კამერაზე ხელს უფარებდა. ჟურნალისტმა მმართველი პარტიის აქტივისტს უთხრა, რომ მუშაობაში ხელშეშლა შეეწყვიტა და პარალელურად აღნიშნულ ფაქტს იღებდა, რა დროსაც პარტიის აქტივისტმა ჟურნალისტ გოგონას ხელი გადაუგრიხა და კამერა წაართვა. ჟურნალისტი კამერის დაბრუნებას შეეცადა, რის შემდეგაც აქტივისტმა მას რამდენჯერმე დაარტყა. დარტყმის შედეგად ჟურნალისტს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი გურამ გურგენიშვილი ერთ–ერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელიც არის.

„ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის კოორდინატორის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, მათი აქტივისტი ჟურნალისტს მუშაობაში ხელს არ შეუშლიდა. „მე არ მაქვს ინფორმაცია რა მოხდა, მაგრამ ჩვენი აქტივისტი ჟურნალისტს მუშაობაში ხელს არ შეუშლიდა. როგორ გეკადრებათ. შეიძლება ფაქტი მოხდა, მაგრამ ის ადამიანი ჩვენი აქტივისტი არ იყოს“, – განაცხადა ბოტკოველმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას რამდენიმე წუთში გაავრცელებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები