შინაგან საქმეთა სამინისტროს აბაშის რაიონულმა სამმართველომ სოფელ მაიდანში მცხოვრები აქვსენტი ჯანგველაძე დააკავა.
„აქვსენტი ჯანგველაძემ 14 აგვისტოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სოფიო ჯანგველაძეს, რომელიც იმ დროისთვის პარტიის მხარდამჭერთა შეხვედრაზე იმყოფებოდა. აქვსენტი ჯანგველაძე დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით. სასამართლომ მას 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, ჯანგველაძის დაკავება უკავშირდება სოფელ მაიდანში კოალიცია „ქართული ოცნების“ აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი საბულუას მოსახლეობასთან შეხვედრისას მომხდარ ინციდენტს.
საბულუას განცხადებით, შეკრებილებს აგრესიულად განწყობილი ქალები და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცები მიუახლოვდნენ. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირსპირების გამო, შეხვედრა ჩაიშალა და ირაკლი საბულუას სოფელ მაიდნის დატოვება მოუწია.
ინტერპრესნიუსი