კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინანდლის გამგებელი – „დავაი, აახვიეთ ეხლა, წადი რა სხვაგან გააკარი“

20 აგვისტო, 2012

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ წინანდლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა არჩილ მეგუთნიშვილმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა აქტივისტებს მოსთხოვა, სოფლის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატები არ გაეკრათ.

„ქართული ოცნების“ აქტივისტები მოსახლეობის ინფორმირების მიზნით სოფლებში პლაკატებს აკრავდნენ წარწერით: „ზარალი არ არის ანაზღაურებული“. წინანდლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა არჩილ მეგუთნიშვილმა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო მაისური ეცვა, ახალგაზრდებს პლაკატების ჩამოხსნა მოსთხოვა.

„ჩამოხსენით ეხლა, გეუბნებით“, – მიმართა რწმუნებულმა ახალგაზრდებს. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ წევრებმა უპასუხეს, რომ რწმუნებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ცდილობდა, არჩილ მეგუთნიშვილმა მათ სოფლის დატოვება მოსთხოვა: „ეხლა გამოხატვა არ მინდა, მე გეუბნებით ჩამოხსენით, სულყველა კმაყოფილია ჩვენი მთავრობისა და გეუბნებით, ჩამოხსენით. ვერ უყურებ შენ კაცო, ეხლა არ გადავდივარ თავხედობას და არ მინდა რაღაცეები და მაინცდამაინც მაწვებიან „იმენა“ ჩემი შვილის ტოლები. ბიჭო შენ ვერ გაიგე? ვერ გაიგე შენა? ვერ გაიგე და გაგაგებინებ ეხლა ძმაო, გაგაგებინებთ ეხლა, დავაი, აახვიეთ ეხლა, წადი რა სხვაგან გააკარი, არ მაინტერესებს, გეუბნები რა, დავაი წადით,  დავაი“, – ყვიროდა რწმუნებული, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო მაისური ეცვა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა ირინე ურუშაძემ განუცხადა, რწმუნებულის ქმედება, რაც საარჩევნო კანონმდებლობით აგიტაციის უფლების გამოყენებას გულიხმობს, 2 000 ლარით დასჯადი ქმედებაა.

„რწმუნებული თუ სამუშაო საათებში პარტიულ ნიშანს ატარებს და ამით რეკლამას უკეთებს საკუთარ პარტიას, ეს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, აგიტაციაა. ლეგიტიმური იქნება იმის თქმა, რომ ამ შემთხვევში რწმუნებული, რომელიც სოფელში პარტიას არ აკვრევინებს პლაკატებს, ამას აკეთებს თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე და არა როგორც პარტიის წარმომადგენელი. ამით ის არღვევს საარჩევნო კოდექსს, რაც არის აგიტაციის უფლების გამოყენება და 2 000 ლარიანი ჯარიმით დასჯადი ქმედება“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ირინე ურუშაძემ.


დაზუსტებული ინფორმაციით, არჩილ მეგუთნიშვილი შვებულებაში არ იმყოფება. მომხდართან დაკავშირებით მან კახეთის საინფორმაციო ცენტრთან კომენტარი არ გააკეთა.

ვიდეო

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები