კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მაგარი შენობა“ და „მაგარი სახურავი“ რუსთავის სკოლებს

21 აგვისტო, 2012

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

საარჩევნო წელს რუსთავის ყველა სკოლა რემონტდება. „რუსთავში ყველა სკოლის შენობა იქნება მაგარი! ექნება მაგარი სახურავი! სკოლებში იქნება  საუკეთესო კომპიუტერული ცენტრები“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 16 აგვისტოს რუსთავში სტუმრობისას.

სიტყვით გამოსვლის  ბოლოს  პრეზიდენტმა ამ სიკეთეებზე საუბარს მოაყოლა მთავარი საკითხი - რუსთაველებს „ნაციონალური-მოძრაობის“ რუსთავის მაჟორიტაროების კანდიდატი, „ძალიან მაგარი კაცი“ მამუკა ჩიქოვანი გააცნო.

humanrights.ge პრეზიდენტის მიერ პარტიის პიარკამპანიის სამსახურში ჩაყენებულ რუსთავის საჯარო სკოლებს ესტუმრა. 

რუსთავის  №1 საჯარო სკოლის წინ სამშენებლო მასალები დაგვხვდა.  სკოლის კარის გაღებისთანავე სილაში ჩავეფალით. გარშემო ხის ხარაჩოები და ნახევრად შელესილი კედლებია.

„თქვენი საბუთები მაჩვენეთ“, - მოგვმართავს მანდატური, რომელსაც ფორმაზე გვარი - წურწუმია აწერია. ბატონი წურწუმია საბუთებს გვიმოწმებს და გვიხსნის, რომ ასეთ დაწესებულებაში შესვლისას „შემოწმების გავლა“ აუცილებელია. ჩვენც ვეთანხმებით.  ჩვენი გამოცდილებით, ასეთ დროს შედეგის მომტანი არაა კამათი, რომ სკოლა სამხედრო ბაზა არ არის. 

„რემონტდება სკოლის ჰოლი, პირველი სართულის კოლიდორი  და მეორე სართულზე კიბის გასწვრივ კედელი“, - გვიხსნის სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.  ამბობს, რომ სამუშაოები გეგმის მიხედვით მიდის და სასწავლო პროცესის დაწყება არ დაგვიანდება. 

ასეთივე სიტუაცია გვხვდება რუსთავის  №2 საჯარო სკოლაში. აქაც სკოლის ჰოლი და პირველი სართულის კორიდორი რემონტდება. სკოლაში დაწესებულების მნე და მანდატური გვხვდება. გვიხსნიან, რომ სკოლაში სველი წერტილები კარგ მდგომარეობაშია და ამიტომ მათ არ არემონტებენ.

„ჩვენ 9 სექტემბერს უნდა ჩავაბაროთ ეს სკოლა. დროში ვეტევით, ყველაფერს ვასწრებთ“, - საუბარში ხარაჩოზე მდგარი მუშები გვერთვებიან.

№1 და №2 საჯარო სკოლბისგან განსხვავებით №11 სკოლას საყოველთაო რემონტის ტალღამ მცირე სიკეთე  მოუტანა. სკოლის მხოლოდ ორი კლასი რემონტდება, მაშინ, როდესაც სკოლას სხვა პრობლემებიც აქვს. პირველი სართულის სველი წერტილებიდან შემაწუხებელი სუნი გამოდის, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მისით ბავშვები არ სარგებლობენ. ნიჟარები ყვითელი და ჟანგისფერია. სწორედ ისეთი, როგორც ჩვენ დროს იყო, ანუ „რევოლუციამდელ სკოლებში“.

ახალ სასწავლო წელს ახალი იერსახით შეხვდება  რუსთავის მე-16 სკოლა. მას ფასადი მოუწესრიგეს და შეუღებეს. თუმცა, პირად საუბარში სკოლის დამლაგებელი გვიხნის, რომ დაწესებულების სველი წერტილები მთლად სახარბიელო მდგომარეობაში არ არის.

რუსთავის  სკოლების ნაწილი გასულ სასწავლო წელსაც გაარემონტეს,  თუმცა მაშინ რემონტის ტალღა ასეთი საყოველთაო არ ყოფილა და მის შესახებ არც ქვეყნის პირველ პირს უსაუბრია.

ახალი ამბები