კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაციონალური მოძრაობის“ შტაბი სოფლის გამგეობაში

22 აგვისტო, 2012

ნათია დანელიშვილი,
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

დუშეთის რაიონის სოფელ ჭართალის ტერიტორიული ორგანოს შენობის ერთ–ერთ ოთახში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბია გახსნილი. როგორც მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს შტაბის წარმომადგენელმა ირმა ნანიაშვილმა განუცხადა, გამგეობის შენობაში მისული მოქალაქეებისგან პრობლემებს იწერენ და დახმარებას პირდებიან.

ოთახში, რომელსაც მმართველი პარტია სოფელში საარჩევნო შტაბად იყენებს, „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მასალაა განთავსებული. შტაბის წარმომადგენლებს კი პარტიის საარჩევნო მაისურები აცვიათ.
 
როდიდან არის სოფლის ტერიტორიული ორგანოს შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბი?

ირმა ნანიაშვილი: არ ვიცი, ერთი თვეა მემგონი ამ შტაბში ვარ გაწევრიანებული.
 
ვინ დაგითმოთ ეს ოთახი?

– არვიცი ეხლა, რავიცი მე, არავინ.
 
პარტიის საარჩევნო შტაბი რატომ არის სოფლის გამგეობის შენობაში?

– ნამდვილად არ ვიცი.
 
თქვენ რას წარმოადგენთ ამ შტაბში?

– რავიცი, ვმორიგეობთ, რომ ვინმე მოვიდეს, გავცეთ პასუხი, რას უნდა წარმოვადგენდეთ? „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ, მეხმარებიან და აბა ვისი წევრი ვიქნები“.
 
ლევან ნატროშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ არჩევნების მონიტორინგის პროექტის კოორდინატორი: „თუ პარტიას მიქირავებული აქვს ოთახი, ეს დარღვევა არ არის, მაგრამ თუ ოთახი უსასყიდლოდ დაუთმეს, მაშინ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან გვაქვს საქმე“.
 
მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოძიებული ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სოფელ ჭართალიში ფართის მიქირავების თაობაზე ხელშეკრულება გაფორმებული არა აქვს. ამ საკითხზე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელები კომენტარს არ აკეთებენ.
 
ბესიკ შაღაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი: „შვებულებაში ვარ, ვასრულებ სხვა მოვალეობას, ჩემს მოვალეობას დროებით ბესიკ ვარდიშვილი ასრულებს, დაურეკეთ და გეტყვით“.
 
ბესიკ ვარდიშვილმა გუშინ მთელი დღის განმავლობაში და დღეს, დილით, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
 
სატელეფონო ზარები უპასუხოდ დატოვეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ოტიაშვილმა და სოფელ ჭართალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ზაქრო ჩიტაურმაც.
 
ოქროპირ ჯიქური, „ნაციონალური მოძრაობის“ ჭართალის შტაბის ხელმძღვანელი: „მაგაზე ახლა ვერ გიპასუხებთ, არ მცალია“.
 
ზურაბ დანელიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის წევრი“, საარჩევნო საკითხების სპეციალისტი: „პირდაპირ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა. თუ პარტიის საარჩევნო შტაბი განთავსებულია შენობაში,  რომელიც სახელმწიფოს ბალანსზეა და იქ ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციაა განთავსებული, ეს იმას ნიშნავს, რომ პარტია იყენებს სახელმწიფოს ქონებას. სახელმწიფო ქონების მიქირავება პარტიისთვის, მე ასეთი რამე არ გამიგია“.

ახალი ამბები