კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმში მუშაობა პარალიზებულია

23 აგვისტო, 2012
 
დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში, ვაჟა ფშაველას სახლ – მუზეუმში მუშაობა პარალიზებულია. მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან ვაჟა ფშაველას შთამომავლის ლელა რაზიკაშვილის გათავისუფლების გამო, მუზუმის თანამშრომლები პროტესტის ნიშნად, სამსახურის დატოვებას აპირებენ.

როგორც მუზეუმის თანამშრომლებმა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, მუზეუმის დირექტორად თამარ რაზიკაშვილი დაინიშნა, რომელთან ერთადაც არ იმუშავებენ.
 
„მე ამ მოღალატე ქალთან არ ვიმუშავებ. დედამისს ენები დაჰქონდა და ასე დაინიშნა მისი შვილი დირექტორად. ერთი დღე არ ვიმუშავებ! ამ მოღალატეებთან რა მინდა, ქალს სიკეთე ვერ დაუნახეს. მაგან რა უნდა გააკეთოს, ანაბანა არ იცის, არაფერი არ იცის, მუზეუმის დირექტორი სხვანაირი უნდა, ინტელექტი უნდა ჰქონდეს. ვინმე ღირსეული რომ დაენიშნათ, ასეთი ამბები არ იქნებოდა, ყველა თანამშრომელი აპროტესტებს, არცერთი არ იმუშავებს დღეიდან აქ, 6 თუ 7 თანამშრომელი ვართ და ყველა ამბობს, წავალთო“, - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს მუზეუმის ზედამხედველმა მარიამ რაზიკაშვილმა.
 
„მეც ვაპირებ სამუშაოს დატოვებას, უძაღლო ქევაყანაში რომ კატებს აყეფებენ ასეთ ხალხთან ვერ ვიმუშავებ. 24 წელი ფონდებს ვიცავ, გასაღებს ვერავის ვერ ჩავაბარებ 100 დირექტორიც რომ მოვიდეს, თუ შეიქმნება სახელმწიფო კომისია, მოვა, დათვლის ყველაფერს და მეტყვის, რომ ამა და ამ ადამიანს გადააბარე ფონდები, კი ბატონო. მე ამ ოჯახიდან ვერავის ვერ ვენდობი. არ ვარ დარწმუნებული, რომ რამე არ დაიკარგება“, - აღნიშნა მუზეუმის ფონდის მცველმა მანანა გოდერძაულმა.

ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმის ახალი დირექტორი 22 აგვისტოს სამსახურში დედასთან და დასთან ერთად მივიდა. მას შემდეგ, რაც დირექტორმა და მისმა ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ლელა რაზიკაშვილის ხელმძღვანელობის დროს მუზეუმი განადგურდა, მუზეუმის თანამშრომლები და დირექტორის ოჯახის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
 
„ლელა რაზიკაშვილის გათავისუფლების შემდეგ მთავრობისგან იყო შემოთავაზება. ლელა რაზიკაშვილი გათავისუფლდა იმიტომ, რომ ვერ უვლიდა ასე თუ ისე მუზეუმს, მოუვლელია ნივთები, არ იწამლებოდა, არ გამომზეურებულა მთელი ერთი წლის მანძილზე. მე ვაპირებ, ვაჟა-ფშაველას ნივთებს მივხედო, უნდა გაკეთდეს საექსპოზიციო დარბაზი. მე მითხრეს თუ გაამართლებ ჩვენს იმედებს, კი ბატონო, იქნები დირექტორი, თუ არადა შენც ლელასავით წახვალო. თავში ქვა უნდა ვიხალო და უნდა ვეცადო, რომ პირველ რიგში მოვუარო ამ მუზეუმს. ახალი იდეები მაქვს. პირველ რიგში უნდა შეიწამლოს ნივთები, არასოდეს არ შეწამლულა, თაგვის წამალი არასოდეს რომ არ დაყრილა, უნდა დაიყაროს, უნდა იყოს სისუფთავე“, - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ახალმა დირექტორმა თამარ რაზიკაშვილმა.
 
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ ლელა რაზიკაშვილი თანამდებობიდან სამი დღის წინ გაათავისუფლა. ლელა რაზიკაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და მის გათავისუფლებას 14 ივლისს, ჩარგალში ბიძინა ივანიშვილისთვის მასპინძლობას უკავშირებს.

ამ თემაზე ვრცლად იხ. მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის სტატია: დაპირისპირება ჩარგალში – ვაჟას მუზეუმში მუშაობა პარალიზებულია
 
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები