კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ აქტივისტების სასამართლო პროცესი უკვე მეორედ გადაიდო

23 აგვისტო, 2012
 
21 აგვისტოს ქუთაისში ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებული „ქართული ოცნების“ აქტივისტების სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო. ამის მიზეზი საქმის არსებით განხილვაზე პროკურორის შუამდგომლობა გახდა. მისი განმარტებით, ზაფხულის გამო მოწმეები პროცესზე ვერ მოვიდნენ, გარდა ერთი მოწმისა. მხოლოდ ერთი მოწმის პირობებში კი საქმის განხილვა შეუძლებელი იქნება.

„რა თქმა უნდა, პროკურატურას მიზეზი არ დაელევა, რომ ეს საქმე გააჭიანუროს. ის ერთადერთი მოწმე, რომელიც მან პროცესზე წარმოადგინა, ნასამართლევი ირაკლი მიქაბერიძე გახლდათ. იგი აიძულეს ის ეთქვა, რაც პროკურატურის წარმომადგენლებმა წინასწარ უთხრეს. ასე რომ, ფაქტიურად, მოწმე არა ირაკლი მიქაბერიძე, არამედ თავად პროკურორი იყო“- ამბობს კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნატო ქათამაძე.

ნინო ყურუას, კობა ჯაბუას და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სასამართლო პროცესი 6 სექტემბერს განახლდება. 

„ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით: „ალბათ, 6 სექტემბერსაც იგივე მოწმეს მოიყვანენ და პროცესს ისევ უაზრო მიზეზების გამო გადადებენ. ამასობაში არჩევნებიც მოვა და ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, იტყვიან, რომ ეს ადამიანები უდანაშაულოები იყვნენ და გაუშვებენ. ღმერთმა დაგვიფაროს და დამარცხების შემთხვევაში კი, მათ (კაცმა არ იცის, რამდენი ხნით) ციხეში გაამწყვდევენ“.

ნინო ყურუა, კობა ჯაბუა, მიხეილ მესხი, მიხეილ ამაშუკელი და გაგა ამბროლაძე პოლიციამ 5 ივნისს იმ დროს დააკავა, როცა ქუთაისის ქუჩებში საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებდნენ (10 ივნისს ქუთაისში „ქარული ოცნების“ აქცია იყო დაგეგმილი). მათ ამომრჩევლის მოსყიდვაში დასდეს ბრალი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით. 

ნინო ყურუა და კობა ჯაბუა 3 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს, მიხეილ მესხს, მიხეილ ამაშუკელსა და გაგა ამბროლაძეს კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ვადის გასვლის შემდეგ მათ პატიმრობა კვლავ გაუგრძელეს. ისინი დღემდე დაკავებული არიან.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები