კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„შავფაროსნები“ სამართლიან გამოძიებას ითხოვენ

23 აგვისტო, 2012
 
23 აგვისტოს ბათუმის ბულვარში „შავფაროსნებმა“ 18 წლის გიორგი ლალიაშვილის მკვლელობის საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს.

„1 წლის წინ, ჩვენი მეგობარი და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნების“ 18 წლის წევრი, გიორგი ლალიაშვილი მოკლეს. მას 6 პიროვნება ეჩხუბებოდა, ურტყამდენენ კასტეტებით. ერთ-ერთმა კი გულის არეში დანა დაარტყა. გამოძიებამ მხოლოდ ის პიროვნება - გიორგი ნინუა დააკავა, რომელმაც დანა დაარტყა. დღემდე დაუსჯელი არიან სხვა დამნაშავე პირები“, - აღნიშნა ზურაბ შავერდაშვილმა, „შავფაროსნების“ წევრმა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეომასალიდან ამოჭრილია ის მონაკვეთები, რომლებიც სრულად ასახავდა დანაშაულს. 

„ჩვენ არ ვიცით, სხვა პიროვნები ვინ არიან, მაგრამ გიორგის თანმხლებმა ორმა მეგობარმა განაცხადა, რომ 6 პიროვნება ერთდროულად სცემდა გიორგის. ამიტომაც ჩვენ ვითხოვთ სამართლიან გამოძიებას და დანაშაულის მონაწილე სხვა პირების სამართლიან დასჯასაც“.

18 წლის „შავფაროსანი“ გიორგი ლალიაშვილი, გასულ წლის 23 აგვისტოს, ბათუმის ბულვარში გულის არეში მიყენებული ჭრილობით დაიღუპა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით აღიძრა.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები