კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არარსებულ ბინებზე მიწერილი ამომრჩევლები

23 აგვისტო, 2012
 
ტყიბულში, წერეთლისა და ჯალაღანიას ქუჩაზე მდებარე სამ საცხოვრებელ სახლში, არარსებული ამომრჩევლები დაფიქსირდა. სამი კორპუსიდან ორი ნანგრევებადაა ქცეული. არარსებული ამომრჩევლები კოალიცია „ქართული ოცნების“ ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის ამომრჩეველთა დაზუსტების კომისიამ გადამოწმების შემდეგ აღმოაჩინა.

ტყიბულის „ქართული ოცნების“ შტაბის ხელძღვანელი ასმათ ჯელია ამბობს: „გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ ნანაგრევებზე მიწერილია ამომრჩევლები.  ეს ადამიანები რამდენიმე წელია, უკვე აქ არ ცხოვრობენ და სხვა მისამართზე არიან დარეგისტრირებულები. ამ სამ ბინაზე კი 150-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული, რაც არჩევნების გაყალბების კარგი საშუალებაა“.

ტყიბულის #57-ე  საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ მათი მოვალეობაა, არც ერთმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის უფლება არ დაკარგოს. დანგრეული ბინების სარჩევნო საზღვრიდან ამოღება კი იქ დარეგისტრირებულ ამომრჩევლებს მისამართის გარეშე ტოვებს, რადგან ისინი სხვა მისამართზე რეგისტრუირებულები არ არიან.

მარი ტაბიძე, ტყიბული

ახალი ამბები