კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოლიდარობის აქცია Pussy Riot-ის პანკ ჯგუფისადმი

23 აგვისტო, 2012

22 აგვისტოს საღამოს 8 საათზე, ბათუმის ბულვარში რამდენიმე ახალგაზრდამ რუსული ფემინისტური პანკ–ჯგუფის, Pussy Riot–ის დაპატიმრებული წევრებისადმი მხარდამჭერი აქცია გამართა.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ბოლქვაძემ humanrights.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ პანკ-ჯგუფის წევრ გოგონებს უსამართლოდ მიუსაჯეს ორწლიანი პატიმრობა: „ორი წელი ქალთა გამოსასწორებელ კოლონიაში მხოლოდ იმისათვის, რომ ღვთისმშობელს სთხოვეს პუტინის განდევნა, უსამართლოა. ეს არ იყო სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენი აქტივობით გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ პანკ-ჯგუფს“.

აქციის წევრებმა და რამდენიმე ტურისტმა ზღვის ნაპირიდან საჰაერო ფანრები გაუშვეს, რომლებსაც ჰქონდათ წარწერა: „თავისუფლება pussy riot“.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები