კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი პოლიტიკური ნიშნით იდევნება

24 აგვისტო, 2012

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, სულიკო მიქელაძე აცხადებს, რომ იგი შესაძლოა დააკავონ. სულიკო მიქელაძეს ხელვაჩაურის პოლიციის გამომძიებელი ოლეგ მიქელაძე ტელეფონით დაუკავშირდა და აცნობა, რომ უნდა გამოცხადდეს სსკ-ის 362 მუხლით გათვალისწინებულ საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დასაკითხად.

აღნიშნულ საკითხზე, სულიკო მიქელაძემ და მისმა დამცველმა, ირაკლი შავაძემ 23 აგვისტოს ბრიფინგი გამართეს დემოკრატიული ჩართულობის ბათუმის ოფისში.

როგორც მიქელაძე აცხადებს, გამოძიება მიმდინარეობს 6 აგვისტოს ოპოზიციონერი საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოში დატოვებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მათ ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე მომხდარი ინციდენტი გააპროტესტეს. განცხადებაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ოპოზიციონერი საკრებულოს წევრები არ დაესწრებიან საკრებულოს სხდომებს. განცხადებაში ხელისმომწერთა გრაფაში მითითებულია ვახტანგ კახიძის (საკრებულოს წევრი ქდმ-ს პარტიიდან) სახელი და გვარი, რომლის მიერ შესრულებული ხელმოწერაც არ არის განცხადებაზე. შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობს კახიძის ხელმოწერის გაყალბებასთან დაკავშირებით.

„აღნიშნულს ვაფასებ როგორც ხელისუფლების მიერ შეთითხნილი ბრალდებით ჩემი დაშინების მცდელობად. ამიტომაც, მივმართავ არასამთავრობო სექსტორის წარმომადგენლებს, განახორციელონ მონიტორინგი აღნიშნულ ფაქტზე“, - განაცხადა სულიკო მიქელაძემ.

სულიკო მიქელაძის ინტერესებს იურისტი ირაკლი შავაძე იცავს. შავაძის განცხადებით, ოპოზიციონერთა ერთობლივი განცხადება ბოიკოტთან დაკავშირებით გაკეთებული ხელმოწერა არ წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალიწინებულ დანაშაულს: „ვინაიდან აღნიშნული განცხადება არ წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს და შესაბამისად, აღნიშნული განცხადებით, რაიმე უფლება არ წარმოშობია ვახტანგ კახიძეს და არ მომხდარა მისი უფლებების შეზღუდვა, არარსებულ დანაშაულზე გამოძიების დაწყება მიუთითებს მიქელაძის პოლიტიკური ნიშნით დევნას“.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები