კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შპს „ელიტა ბურჯის“ გათავისუფლებულ ადვოკატს კოლეგები სოლიდარობის აქციით შეხვდებიან

27 აგვისტო, 2012

დღეს, 22:00 საათზე თბილისის შს სამმართველოს იზოლატორიდან შპს „ელიტა ბურჯის“ ადვოკატს იმედა ნიკურაძეს გაანთავისუფლებენ. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა აცნობა.

ზაზა ხატიაშვილის თქმით, უკანონოდ დაკავებულ იმედა ნიკურაძის წინააღმდეგ, შესაძლოა, კვლავ განხორციელდეს პროვოკაცია და იგი ისევ საპატიმროში მიაბრუნონ. ამიტომ მისმა კოლეგებმა - ადვოკატებმა გადაწყვიტეს, 22:00 საათზე თბილისის შს სამმართველოს წინ შეირკიბონ და იმედა ნიკურაძეს სოლიდარობა გამოუცხადონ. ადვოკატების გარდა, აქციაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ შპს „ელიტა ბურჯის“ ადვოკატი იმედა ნიკურაძე, 7 აგვისტოს ღამოთ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ოჯახისთვის მეორე დღეს გახდა ცნობილი, რომ ადვოკატი დაკავეული ყოფილა და თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში იმყოფებოდა.
 
8 აგვისტოს იმედა ნიკურაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად დაედო 6 აგვისტოს ღამით შპს „ელიტა ბურჯში“ განვითარებული მოვლენების დროს, სასამართლო აღმასრულებლისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

9 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრმა იმედა ნიკურაძის დაკავებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება  გაავრცელა.

Humanrights.ge

ახალი ამბები