კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის მერი გადადგა

29 აგვისტო, 2012
 
29 აგვისტოს ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ბათუმის მერს, რობერტ ჩხაიძეს მერის უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყვიტეს. რობერტ ჩხაიძე პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს. თუმცა, სხდომას თვითონ არ დასწრებია.

ჩხაიძის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზად აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები სახელდება. რობერტ ჩხაიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატობას აპირებს. 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ რობერტ ჩხაიძის მუშაობა მერის პოსტზე დადებითად შეაფასა და მას „ყველაზე ნაყოფიერი“ უწოდა. ჩხაიძე ბათუმის მერის თანამდებობაზე 2007 წლის 14 სექტემბრიდან დღემდე მუშაობდა. 

უფლებამოსილება შეუჩერდა საკრებულოს უმრავლესობის ორ წევრს, ეკა თარგამაძეს და ნოდარ ფუტკარაძესაც. ეს უკანასკნელი, საკრებულოს წევრობის გარდა, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელიც იყო. აღნიშნული პირები „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით იყრიან კენჭს. 

როგორც საკრებულოს პრესსამსახურში გაგვიცხადეს, ბათუმის მერის მოვალეობას,  მერის მოადგილე, ჯემალ ანანიძე შეასრულებს. 

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები