კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციის შენობაში მოწყობილ სასტუმროში პოლიციელთა ოჯახის წევრები უფასოდ ისვენებენ

30 აგვისტო, 2012

მაკა მალაყმაძე, აჭარა

გონიოს პოლიციის შენობაში ამავე უწყების თანამშრომლების ოჯახის წევრები ისვენებენ. პოლიციის კომუნალური ხარჯი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან იფარება. არასამთავრობო ორგანიზაცია ამ ფაქტს არაპირდაპირ კორუფციად აფასებს. 

გონიოს პოლიციის შენობას, რომელიც გამჭვირვალე არ არის, პოლიციის აბრა ორი მხრიდან აქვს. ცენტრალური მხრიდან სასტუმროა. თუმცა, შენობაში შესვლამდე სასტუმროს აბრას ვერ იპოვით. შენობის გვერდითი მხრიდან, კი პოლიციის განყოფილებაა. შენობის ნაწილი სასტუმროდ ორი წლის წინ გადაკეთდა. მანამდე იქ გონიოს თემის გამგეობა ფუნქციონირებდა. 

მოსასვენებელი ოთახები შენობის მეორე სართულზეა განთავსებული. აქვეა საკონფერენციო დარბაზიც. ამჟამად, სასტუმროში რუსთავისა და თელავის პოლიციის თანამშრომლების ოჯახის წევრები იმყოფებიან. მათ ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს.

თუ რატომ გადაკეთდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობა სასტუმროდ და რატომ ისვებენ ძალოვანი უწყების ოჯახის წევრები, ამ კითხვებზე გონიოს პოლიციის თანამშრომლებს პასუხი არა აქვთ. მათ სამინისტროს პრესსამსახურში გადაგვამისამართეს.

სასტუმროს ჰყავს თავისი ადმინისტრაციაც. ადმინისტრატორი ავთო ბერიძე ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ ზაფხულობით აქ პოლიციის თანამშრომელთა ოჯახის წევრები უფასოდ ისვენებენ: „შინაგან საქმეთა სამინისტროს სასტუმროა. ისევ თანამშრომლები ჩამოდიან ოჯახებით ზაფხულობით. მათთვის ნომრები უფასოა“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე სატელეფონო კომენტარში აცხადებს, რომ აღნიშნული სასტუმრო ცალკე დაწესებულებაა: „სასტუმრო სამინისტროს ცალკე ბალასნზეა და თან პოლიციის ოფისში არ არის განთავსებული. ფიზიკურად ეგ არის ცალკე დაწესებულება. შენობვა პირადად არ მინახავს, მაგრამ რაც გავარკვიე, ეს არის. თუკი დეტალური ინფორმაცია გაინტერესებთ, ოფიციალურად მოგვწერეთ“.   

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პარმენ ჯალაღონია თვლის, რომ პოლიციის შენობაში სასტუმროს არსებობა არაპირდაპირი კორუფციაა: „შეიძლება, პოლიციას ჰქონდეს სასტუმრო თავისი თანამშრომლებისათვის, როცა ისინი მივლინებით იმყოფებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად და ასეთ შემთხვევაში, გამოიყენონ აღნიშნული სასტუმრო. თუმცა, მათი ოჯახების დასვენებისათვის, ეს ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვაა. ფაქტობრივად, ეს არის არაპირდაპირი კორუფციაა, რადგან საჯარო დაწესებულებას იგივე ჭერქვეშ საკუთარი სასტუმრო აქვს გახსნილი თანამშრომელთა ოჯახის წევრებისთვის“.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში პოლიციის სამსახურებისათვის  ათასობით ლარია გამოყოფილი. ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ თემაზე გასულ წელს მოკვლევა ჩაატარა მოკვლევა რატომ ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან პოლიცია. დაფინანსების ოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით სხვადასხვა ოდენობისაა - 10 000-დან 40 000 ლარამდე.

გასულ წელს გონიოს პოლიცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფარგლებში შედიოდა. აღნიშნულ ბიუჯეტიდან, 2011 წელს პოლიციის სამსახური 40 000 ლარით ფინანსდებოდა. როგორც მაშინ საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ფარტენაძემ განაცხადა, ისინი აღნიშნული თანხით პოლიციის კომუნალურ გადასახადებს იხდიდნენ.

ახალი ამბები