კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის მერიის თანამშრომლებმა საკონცერტო აფიშები შერჩევით გაანადგურეს

30 აგვისტო, 2012

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, რეპერ ბერა ივანიშვილის კონცერტი ბათუმში 26 აგვისტოს ჩატარდა.

საკონცერტო აფიშები ქალაქში წინა დღით გამოჩნდა, ღამით კი ბათუმის მერიის თანამშრომლებმა ჩამოხიეს. თუმცა, ხელშეუხებლად დატოვეს სხვა აფიშები.

ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, მშენებარე სუპერმარკეტ „სმარტის“ შემოღობილ ღობეზე, ბერას კონცერტის აფიშები მთლიანად ჩამოხეულია. თუმცა, ჩამოხეული აფიშების გვერდით, იმავე ღობეზე, რამდენიმე მეტრში, დღემდე ჩამოუხეველია აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის „ხორუმის“ კონცერტის აფიშა, რომელიც რამდენიმე თვის წინ - 14 თებერვალს ჩატარდა.

ბათუმის მერის ადმინისტრაციის უფროსის, გელა მახარაძის განცხადებით, მერიის თანამშრომლებმა ქალაქი დაასაფუთავეს: „აგვიჭრელეს მთელი ქალაქი! მადლობა თქვან, რომ არ დავაჯარიმეთ. მშენებლობის ფასადზე აფიშის გაკვრის შემთხვევაში, მესაკუთრის გარდა, აუცილებელია, მერიის თანხმობაც. ამ შემთხვევაში, რადგან ჩვენი თანხმობა არ გააჩნდათ, საკმარისად ჩავთვალეთ და ჩამოვხსენით“.

მახარაძე ვერ იხსენებს, გაცემული იყო თუ არა აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ხორუმისათვის“ მსგავსი სავალდებულო ნებართვა. 

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები