კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისში საარჩევნო უბნები დაკომპლექტდა

30 აგვისტო, 2012

ქუთაისში #127 საარჩევნო უბანი უკვე გახსნილია. საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების პროცესი რამდენიმე დღის წინ დასრულდა. საუბნო საარჩევნო კომისიები მუშაობას უკვე შეუდგნენ.  უბნებზე გამოიკრა ამომრჩეველთა სიები.

26 აგვისტოს ქუთაისის საარჩევნო ოლქში საუბნო კომისიებში პირველი შეკრება გაიმართა.  სხდომაზე ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი აირჩიეს.

„ქუთაისის ყველა საარჩევნო უბანზე კომისიის მდივნები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან. მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა და ყველა პირობაა იმისთვის, რომ არჩევნებს ყველა უბანი მომზადებული შეხვდეს. რაც შეეხება საუბნო კომისიების ტექნიკურად აღჭურვას, არჩევნებამდე ჯერ დრო გვაქვს და ვიმედოვნებთ, ეს პროცესიც წარმატებით წარიმართება“, - აცხადებს ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.

საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელობის განცხადებით, 1 ოქტომბერს,  არჩევნების დღეს, უბნებზე დაიდგმება ქსეროქსის აპარატი. ასევე, იქნება  კომპიუტერი, რომელშიც ჩაიტვირთება ამომრჩეველთა სია და მოხდება უბანზე შეცდომით მისული ამომრჩევლის ადგილზე გადამოწმება.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები