კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ურთიერთგაგების მემორანდუმი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით

30 აგვისტო, 2012

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შვიდ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასა და უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში არსებული ნორმების (45-ე, 48-ე, 49-ე მუხლები) განმარტებებია წარმოდგენილი. ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელისმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს  სწორედ მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, უწყებათაშორისი კომისიის, არასამთავრობო ორგანიზაციების: „ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის და „ახალი თაობა - ახალი ინიციატივას“ ხელმძღვანელმა პირებმა.

მემორანდუმი შემუშავდა საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზემოაღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების პერმანენტული სამუშაო შეხვედრების საფუძველზე, რომლებსაც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) უწევს ორგანიზებას.

მემორანდუმი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზების კიდევ ერთი გარანტია, ვინაიდან ხელისმომწერი მხარეები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან მიმართებით, ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს, სწორედ   დოკუმენტში ასახული განმარტებების მიხედვით მოქმედებაზე თანხმდებიან, რითაც საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებისთვის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფენ.

ურთიერთთანამშრომლობის ამგვარი დოკუმენტი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან მიმართებით გაფორმდა 2008 და 2010 წლის წინასაარჩევნო პერიოდშიც.

ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ხელმომწერ ორგანიზაციებთან ერთად საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის და პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

www.npo.ge 

ახალი ამბები