კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მუჯაჰიდები საქართველო მთავრობას უმკაცრეს შურისძიებას ჰპირდებიან

30 აგვისტო, 2012

დაღესტნის ვილაიათის მუჯაჰიდების ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ საქართველოში ბრძოლები მიმდინარეობს კავკასიის იმირატის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან.

მათი ინფორმაციით, „ძმები მუჯაჰიდები არ აპირებდნენ არანაირი ოპერაციის ჩატარებას საქართველოს ტერიტორიაზე, რადგანაც ეს არ იყო არანაირ გეგმაში და რომ მოესურვებინათ, ალაჰის შემწეობით, ადვილად მოახერხებდნენ ამას. ასევე, მუჯაჰედებს არ აუყვანით მძევლები და ეს არის ქართული მხარის ცილისწამება და ტყუილი“.

„რაც შეეხება ქართულ მხარეს, მათ მოღალატეობრივად გაწირეს მუჯაჰიდები და მოკლეს კავკასიის 11 მამაცი შვილი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი ასეთ თვალთმაქცურ ქმედებას ჩადიან, რათა თავი ასარგებლონ და კვერი დაუკრან პუტინის რეჟიმს“, - აცხადებს დაღესტანის ვილაიათის მუჯაჰიდების ხელმძღვანელობა.

ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას დაუყონებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები მუჯაჰიდების წინააღმდეგ.

„მოგიწოდებთ, ნუ ატყუებთ საკუთარ ხალხს და მთელ მსოფლიოს, რათა ლაფი მოსცხოთ მუჯაჰიდებს და ნუ გექნებათ რუსების თანადგომის იმედი მუსულმანების სისხლის სანაცვლოდ. ასეთი ქმედებით თქვენ მოიპოვებთ კიდევ ერთ მტერს, რომელიც შურს იძიებს უმკაცრესი შურისძიებით“, - აცხადებს დაღესტანის ვილაიათის მუჯაჰიდების ხელმძღვანელობა.

დაღესტანის ვილაიათის მუჯაჰიდების ხელმძღვანელობის მიმართვის ბოლოს მოყვანილია სიტყვები ყურანიდან: „ისინი, ვინც არასმართლიანად იქცევიან, მალე გაიგებენ, თუ სად დაბრუნდებიან!“ ( ყურანი, 26:227)

შეგახსენებთ, რომ „მუჯაჰიდი“ სარწმუნოებისათვის მებრძოლს, წამებულს ნიშნავს.

საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი“

ორიგინალი

ახალი ამბები