კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ქრთამის გაცემაში ამხელს

30 აგვისტო, 2012

„მაშინ, როცა ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“ მთელ ქონებას უყადაღებს და გასაქანს არ აძლევს, წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს, სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები ქუთაისში, ყველა უბნის მიკროკოორდინატორებს თანხას ურიგებენ. საუბარია 250 ლარზე, რომელიც გასულ კვირას აღნიშნულ პირებს გაწეული სამსახურისთვის „ნაციონალებმა“ დაურიგეს“, - აცხადებენ ,,ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციაში.

ივანიშვილის პარტიის ბრალდებას სხვა ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან. „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდ არჩევნები მოიგოს.

„ქუთაისში „ნაციონალებს“5500-მდე კოორდინატორი ჰყავთ, რომლებსაც ხელფასები დაურიგეს. ეს თანხა ხელზე გაიცა. არ არსებობს არანაირი უწყისი, ხელმოწერა და არც დაქვითვა საშემოსავლო გადასახადის სახით. მოკლედ, ხელფასების გაცემის ფაქტი არსად ჩანს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ქრთამია და არა ხელფასი. 250 ლარი მიიღეს მიკროკოორდინატორებმა იმისათვის, რომ ბინებში ჩამოევლოთ, გაეგოთ, ვის აძლევს ხმას ხალხი, მერე კი დაერწმუნებინათ ადამიანები, რომ „ნაცმოძრაობა“ აირჩიონ. რაც შეეხებათ კოორდინატორებს, მათი ანაზღაურება უფრო მაღალია“, - ამბობს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია.

humanrights.ge-სთან საუბრისას მიკროკოორდინატორები ადასტურებენ, რომ რამდენიმე კვირის წინ მმართველი  პარტიისგან მოსახლეობის აღწერისა და მათი პოლიტიკური  ორიენტაციის კვლევის დავალება მართლაც მიიღეს. თუმცა, ანაზღაურების თემაზე საუბრისგან თავს იკავებენ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ნაციონალები“ ამომრჩევლის მოზიდვას ქუთაისში უხვი  ფინანსური რესურსით და  კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით ცდილობენ.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები