კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ლიბერთი ბანკმა“ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ანგარიშზე დავალიანება გაანულა

31 აგვისტო, 2012
30 აგვისტოს კახეთის საინფორმაციო ცენტრს მოულოდნელად ფინანსური ოპერაციების განხორციელების უფლება დაებლოკა. „ლიბერთი ბანკის“ ამონაწერის მიხედვით, ორგანიზაციის არც ერთი ანგარიშიდან თანხა ხელმისაწვდომი არ არის და საინფორმაციო ცენტრს 33 მილიონამდე ლარი დავალიანება აქვს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრში ვერ გაიგეს, დავალიანება საიდან წარმოიშვა. „ლიბერთი ბანკში“ განმარტეს, რომ არ იციან, ანგარიშებზე თანხა რატომ დაიბლოკა და პირობა დადეს, რომ პრობლემას მალე მოაგვარებდნენ. 

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისგან ოფიციალური განმარტება მოითხოვა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე მიმართა„ლიბერთი ბანკის“ სათაო ოფისს საკითხის გარკვევის და არასწორად დარიცხული დავალიანების განულების მოთხოვნით.

დღის ბოლოს „ლიბერთი ბანკმა“ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ანგარიშზე დავალიანების სახით ნაჩვენები 33 მილიონამდე ლარი გაანულა. ამ დროისთვის ხელმისაწვდომი თანხის გრაფაში დაბრუნებულია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დარიცხული თანხები.

შეცდომის გასწორებამდე, დღის განმავლობაში კახეთის საინფორმაციო ცენტრს ფინანსური ოპერაციების განხორციელების უფლება დაბლოკილი ჰქონდა, რის გამოც რამდენიმე გადარიცხვა ვერ შესრულდა, თუმცა ამას ორგანიზაციისთვის ფინანსური კუთხით ზიანი არ მიუყენებია.

31 აგვისტოს კახეთის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა წერილობითი განცხადებით მიმართა „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელობას და წინა დღით ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე დავალიანების სახით 30 მილიონამდე ლარის ასახვასთან და ფინანსური ოპერაციების განხორციელების უფლების დაბლოკვასთან დაკავშირებით განმარტება მოითხოვა.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, შპს–ს ცენტრი „იმედი“ გახსნილი აქვს ანგარიში „ლიბერთი ბანკის“ გურჯაანის ფილიალში. შპს ცენტრი „იმედი“ ამუშავებს კახეთის და მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრებს (www.ick.ge www.icmm.ge) ორგანიზაცია მუშაობს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების გამჭვირვალობის პრინციპით. გუშინ, 30 აგვისტოს, მას შემდე, რაც თანამშრომლებისთვის ხელფასების დარიცხვა ვერ შევძელით, აღმოვაჩინეთ, რომ ფინანსური ოპერაციების განხორციელების უფლება დაბლოკილი გვქონდა. ანგარიშებზე დარიცხული იყო გაურკვეველი დავალიანება 30 მილიონამდე ლარის ოდენობით. მას შემდეგ, რაც დავუკავშირდით „ლიბერთი ბანკის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელს დოდო ბოჭორიშვილს, დაახლოებით ერთ საათში, გვიან საღამოს, დავალიანება განულდა. ამის მიუხედავად, გვაინტერესებს და მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ წერილობით, რამ გამოიწვია შპს „ცენტრი“ იმედის ანგარიშებზე მილიონობით ლარის დავალიანების ასახვა“, – აღნიშნულია კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიმართვაში.

ცნობისათვის, 2011 წელს ორგანიზაციის წლიური შემოსავალი 100 000 ლარს არ აღემატებოდა. ორგანიზაციას მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი გადახდილი აქვს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი (www.ick.ge) დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციაა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი ამუშავებს მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრსაც (www.icmm.ge), რომელიც ერთადერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები