კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს - მინისტრი პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას აკანონებს

31 აგვისტო, 2012
ადამიანის უფლებათა ცენტრი კიდევ ერთხელ გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოს ციხეებში პატიმრების რაოდენობის ზრდის გამო და ამავე დროს, აპროტესტებს ხელისუფლების მხრიდან ამ არასასურველი ტენდენციის პრიმიტიულად შენიღბვის მცდელობას.

კერძოდ, მას შემდეგ, რაც პენიტენციალური სისტემის საკნებში პატიმართა რაოდენობამ გადააჭარბა ლიმიტით განსაზღვრულ რაოდენობას, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ მარტივ გამოსავალს მიაგნო - გაზარდა საკნებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ყოფნის რაოდენობრივი ლიმიტები.

კანონდარღვევის ასეთი  სახით აღმოფხვრამ გამოიწვია ისედაც გადატვირთული საპატიმროების კიდევ უფრო გადატვირთვა და შესაბამისად, გაიზარდა პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.

უფრო კონკრეტულად, 2012 წლის 7 მაისს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ გამოსცა #63 ბრძანება - „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის #184 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ეს ბრძანება 2012 წლის 11 მაისიდან შევიდა ძალაში და შესაბამისად, დაწესდა საპატიმროებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ახალი ლიმიტები.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ერთმანეთს შეადარა ძველი და ახალი ლიმიტები და მიიღო შემდეგი სურათი:

#1 დაწესებულებაში (ქ. თბილისი, გორგასლის 85, პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება) დაწესდა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ახალი ლიმიტი - 1086 ბრალდებული/მსჯავრდებული. მანამდე ლიმიტი იყო 750 ბრალდებული/მსჯავრდებული.

#4 დაწესებულებაში (ქ. ზუგდიდი, ც. დადიანის 9, პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება) დაწესდა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ახალი ლიმიტი - 390 ბრალდებული/მსჯავრდებული. მანამდე ლიმიტი იყო - 305 ბრალდებული/მსჯავრდებული.

#5 დაწესებულებაში (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. მთისძირი - ქალთა პატიმრობის ნახევრად ღია და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება) დაწესდა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ახალი ლიმიტი - 1349 ბრალდებული/მსჯავრდებული. მანამდე ლიმიტი იყო - 1200 ბრალდებული/მსჯავრდებული.

#6 დაწესებულებაში (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. მთისძირი - პატიმრობის ნახევრად ღია და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება) დაწესდა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ახალი ლიმიტი - 1601 ბრალდებული/მსჯავრდებული. მანამდე ლიმიტი იყო - 1400 ბრალდებული/მსჯავრდებული.

#9 დაწესებულებაში (ქ. თბილისი, ტბელ აბუსერიძის 11, პატიმრობის ნახევრად ღია და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება) დაწესდა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ახალი ლიმიტი - 1142 ბრალდებული/მსჯავრდებული. მანამდე ლიმიტი იყო - 970 ბრალდებული/მსჯავრდებული.

#12 დაწესებულებაში (ქ.თბილისი, გორგასლის 77, პატიმრობის ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება) დაწესდა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ახალი ლიმიტი - 730 ბრალდებული/მსჯავრდებული. მანამდე ლიმიტი იყო - 700 ბრალდებული/მსჯავრდებული.

#14 დაწესებულებაში (ქ. წყალტუბო, სოფ. გეგუთი, ვარციხის დასახლება, ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება) დაწესდა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ახალი ლიმიტი - 2690 ბრალდებული/მსჯავრდებული. მანამდე ლიმიტი იყო - 2500 ბრალდებული/მსჯავრდებული.

#15 დაწესებულებაში (მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება) დაწესდა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ახალი ლიმიტი - 3861 ბრალდებული/მსჯავრდებული. მანამდე ლიმიტი იყო - 3300 ბრალდებული/მსჯავრდებული.

აღსანიშნავია, რომ გაზრდილი ლიმიტების ფარგლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებების უმეტეს ნაწილში პატიმარი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართობითაც ვეღარ ისარგებლებს, რომელიც ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის (CPT)-ის მიერ რეკომენდირებულ ევროპულ სტანდარტზე - 4 კვ.მ.-ზე გაცილებით ნაკლებია. 

მინისტრის ეს ბრძანება ნიღბავს გადატვირთულობის პრობლემას და საზოგადოების, და ასევე წამების პრევენციის კომიტეტის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

საერთაშორისო სტანდარტებით თი¬თო¬ე¬უ¬ლი და¬კა¬ვე¬ბუ¬ლი¬სათ¬ვის, სა¬ერ¬თო განთავსების საკ¬ნებ¬ში, უზ¬რუნ¬ველ¬ყო¬ფი¬ლი უნდა იყოს 4 კვ.მ. ფარ¬თი, ხო¬ლო იმ საკნების ფარ¬თი, რომ¬ლებ¬შიც ერ¬თი პი¬რის გან¬თავ¬სე¬ბის¬თ¬ვი¬საა გათ¬ვა¬ლის¬წი¬ნე¬ბუ¬ლი, უნდა შე¬ად¬გენ¬დეს სულ მცი¬რე 7 კვ.მ.-ს;

ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ახალი ლიმიტების დაწესებით, ფაქტობრივად, დაკანონდა გადატვირთულ საპატიმროებში პატიმართა არაადამიანური მოპყრობა. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, გაუქმდეს 2012 წლის 7 მაისს გამოცემული სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის #63 ბრძანება და დაისვას ბრძანების ავტორის პასუხისმგებლობის საკითხი.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი ორი თვის წინაც დასვა (იხ. განცხადება ადამიანის უფლებათა ცენტრის ვებგვერდზე - „კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა - ადამიანის უფლებათა ცენტრი მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს“ ). მას შემდეგ საქართველოს მთავრობის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ ხათუნა კალმახელიძე მინისტრის პოსტს კვლავ ინარჩუნებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
31.08.12.

ახალი ამბები