კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

'kavkazcenter' შეიარაღებული პირების საქართველოში შემოსვლის შესახებ საკუთარ ვერსიას ავრცელებს

31 აგვისტო, 2012
საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთიდან ლოპოტას ხეობიდან შეიარაღებული პირების შემოსვლის შესახებ kavkazcenter-ი საკუთარ ვერსიას ავრცელებს. 

პორტალის ინფორმაციით, წყაროების მეშვეობით მათთვის ცნობილი გახდა საქართველო-დაღესტნის საზღვარზე განვითარებული მოვლენების დაწვრილებითი დეტალები. 

„დაღესტნის ვილაიეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ საქართველოსა და რუსეთისგან მალულად, საქართველო-დაღესტნის საზღვრის ერთ-ერთ მთიან ნაწილში მოხალისე ახალწვეულთა ჯგუფი შეკრიბა, რომლებსაც დაღესტნის ოპერატიული ჯგუფის მხარდაჭერა ევალებოდათ. ახალწვეულები დისლოკაციის ადგილის მიმართულებით მოძრაობდნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ დაღესტნის ვილაიეთის ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის საოკუპაციო ჯარის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში. ოპერაციის უკანასკნელ ეტაპზე ჯგუფის გადაადგილების მარშრუტის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა. საქართველოს ხელისუფლებამ ახალწვეულთა წინააღმდეგ სპეცრაზმის მსხვილი დანაყოფები და ვერტმფრენები გაგზავნა. ქართულმა მხარემ მოჯაჰედებთან მოლაპარაკებები დაიწყო და მას იარაღის დაყრა შესთავაზა. საქართველოს ხელისუფლებამ შეიარაღებული დანაყოფის საკუთარ ტერიტორიაზე გამოჩენა პროვოკაციად შეაფასა და ჩათვალა, რომ რუსეთი ამას მორიგი სამხედრო შეჭრის ორგანიზების წინაპირობად გამოიყენებდა“, - ნათქვამია სტატიაში. 

kavkazcenter-ის ცნობით, მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც დღე-ღამეზე მეტ ხანს გაგრძელდა, ახალწვეულმა მოჯაჰედებმა იარაღის დაყრაზე უარი თქვეს. 

„მათ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, გაეთავისუფლებინათ მათთვის მარშრუტი და მიეცათ საშუალება, თავისუფლად დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია, რომელზეც ისინი დანიშნულების ადგილისკენ სვლისას აღმოჩნდნენ. მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ბრძოლა დაიწყო. ჩვენი წყაროები უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოჯაჰედებმა ქართველი სამოქალაქო პირები მძევლებად აიყვანეს. ინფორმაციის გაჟონვა მათი მარშრუტის შესახებ სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ახალწვეულებმა გაუშვეს ხუთი ქართველი, რომლებიც შემთხვევით შეხვდათ“, - წერს kavkazcenter. 

ანალიტიკური პორტალის წყარო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი სისხლისღვრის გამო, რომელიც მათი თქმით, არ აწყობს არც საქართველოს, რომელიც რუსეთის ახალი აგრესიის საფრთხის წინაშე დგას და არც მუსულმანურ კავკასიას, რომელიც რუს ოკუპანტებს ებრძვის.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები