კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უჩა ნანუაშვილი: „ვფიქრობ, ლოპოტას ხეობაში არანაირი გატაცება არ მომხდარა“

31 აგვისტო, 2012

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

„მე ვფიქრობ, რომ ლოპოტას ხეობაში ახალგაზრდების გატაცება საერთოდ არ მომხდარა და ე.წ. ბოევიკები საქართველოს ტერიტორიაზე მინიმუმ რამდენიმე კვირის წინ არიან გადმოსულები. მათ შემთხვევით გადააწყდნენ ახალგაზრდები და ამის გამო გადაწყვიტეს ე.წ. „ბოევიკების“ თავიდან მოშორება. სავარაუდოდ, ხელისუფლებას მათი გამოყენება სხვა მიზნით უნდოდა“, – აღნიშნავს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, უფლებადამცველი უჩა ნანუაშვილი.

მას ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა აქვს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან ჯერჯერობით პასუხგაუცემელია. „რატომ არის ოპერაციის ადგილი და საავადმყოფოები, სადაც დაჭრილები არიან, გასაიდუმლოებული? რატომ არ უშვებდნენ გატაცებულებს სახლში ამდენი ხნის განმავლობაში? რატომ აშუქებდა 5 პირის გატაცებას მხოლოდ „რუსთავი 2“ და „იმედი“? რატომ გაერთიანდნენ ახლადშექმნილ კრიზისულ საბჭოში შსს, თავდაცვის და იუსტიციის მინისტრები? რა შუაშია იუსტიცია? სადაა ეროვნული უშიშროების საბჭო? ან პრეზიდენტი? ასე ოპერატიულად რატომ არ შეიქმნა მსგავსი საბჭო 2008 წლის ომის დროს? როგორ და როდის გადმოვიდნენ საზღვარზე „დივერსანტები“ და გადალახეს როგორც რუსი, ასევე ქართველი მესაზღვრეების დაცვა? რატომ გამოცხადდნენ დივერსანტებად? საზღვრის დამრღვევი ყველა დივერსანტი არაა. დივერსანტი აფეთქებს და ზიანს აყენებს სახელმწიფოს. მათ უბრალო მოქალაქეები გაიტაცეს? რა მოთხოვნით? თუ დაღესტნელი ბოევიკები არიან (რუსეთის დევნილი) მაშინ მათ უნდა თავშესაფარი ეთხოვათ საქართველოსთვის და არა ხალხი გაეტაცათ (რასაც ჩეჩნები აკეთებდნენ წლების წინ). თუ მართლა დაღესტნელები არიან, მაშინ რატომ იტაცებენ ხალხს? მიზანი, მოტივი? პირიქით, დახმარების თხოვნის ნაცვლად, გატაცება? იქნებ რუსეთის ხელისუფლებას უნდათ ამით საჩუქარი გაუკეთონ მაღალჩინოსნებმა და წარსული „ცოდვები“ გამოისყიდონ? საიდან ვიცით რომ 17 დივერსანტია? იქნებ 18 ან 16-ია? რატომ დაიწყო ყველაფერი 30 აგვისტოს წინ, როდესაც ივანიშვილმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განცხადების გავრცელება დააანონსა? ხომ არაა ეს ყველაფერი ყურადღების გადატანის მცდელობა? ხომ არაა ეს ყველაფერი მოსახლეობის დაშინების მცდელობა?“ – კითხულობს უჩა ნანუაშვილი.

ლოპოტას ხეობაში საქართველოს შიგანაგ საქმეთა სამინისტრომ ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. შსს–ს ინფორმაციით, ოპერაციისას დაღუპულია შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაჭრილია 5 ქართველი სპეცრაზმელი. ასევე, შსს–ს ცნობით, 11 დივერსანტი ლიკვიდირებულია, 6 კი - ალყაშია.

ახალი ამბები