კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზურაბ ოტიაშვილმა კანდიდატურა მოხსნა

31 აგვისტო, 2012

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ოტიაშვილმა კანდიდატურა მოხსნა.

ოტიაშვილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა სავარაუდოდ მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას უკავშირდება, რომელიც დეპუტატობის კანდიდატის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვას ეხება.
 
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა 27 აგვისტოს დაწერა, რომ ზურაბ ოტიაშვილმა ჩარგალში, ვაჟაობაზე, ერთ–ერთ ამომრჩეველს 500 ლარი გადასცა. როგორც ოტიაშვილმა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, უსინათლო მომღერალს საკუთარი თანხით დაეხმარა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის განცხადებით, ეს ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
 
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა დაუყოვნებლივ გამოიძიონ დუშეთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ ოტიაშვილის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი.
 
30 აგვისტოს კი პროკურატურას საჩივრით „ქართულმა ოცნებამაც“ მიმართა. „არაპირდაპირ აღიარა ოტიაშვილმაც, როდესაც განაცხადა, რომ ჩაიდინა „კარგი“ ქმედება. ოტიაშვილს შეუძლია დაეხმაროს ვისაც უნდა, ოღონდ მას არ აქვს უფლება, იყოს კანდიტატი და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, თუ უნდა არჩევნებში მონაწილეობა, დაემორჩილოს კანონს. პროკურატურისგან ჩვენ მოვითხოვთ ინფორმაციას, დაიწყო თუ არა გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თუ არ არის დაწყებული, მოვითხოვთ, დაიწყოს“, - აღნიშნა კოალიციის წარმომადგენელმა სოზარ სუბარმა. მისივე თქმით, კანონი ყველას მიმართ თანაბარი უნდა იყოს.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები