18:04, Thursday, 14.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მცხეთა – მთიანეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N4

05.09.2012

26–დან 31 აგვისტოს ჩათვლით, მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონში დააფიქსირა ამომრჩევლის მოსყიდვის 1 ფაქტი.

ამომრჩევლის მოსყიდვა

27 აგვისტოს, მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე http://www.icmm.ge/ გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ამომრჩევლის მოსყიდვა დეპუტატობის კანდიდატის მხრიდან“. სტატიის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ოტიაშვილმა 25 აგვისტოს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში, სახალხო დღესასწაულ ვაჟაობაზე, ერთ–ერთ ამომრჩეველს გიორგი ბასილაშვილს 500 ლარი გადასცა. ეს ფაქტი მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში დაადასტურეს ოტიაშვილმა და ბასილაშვილმა, ასევე რამდენიმე თვითმხილველმა. „გაჭირვებული იყო და ადამიანურად დავეხმარე. თქვენც რომ ნახოთ, თქვენც დაეხმარებით. აი, ამიტომ ვერ ვუგებთ ერთმანეთს, ახლა ამაზეც გამაკრიტიკებთ. რა შუაშია ამომრჩევლის მოსყიდვა. ჩემი ჯიბიდან დავეხმარე ადამიანურად. შემეცოდა და დავეხმარე. უსინათლო იყო“, – განაცხადა ზურაბ ოტიაშვილმა. „კი, ნამდვილად დამეხმარა. ფულადი თანხით დამაჯილდოვა. სცენაზევე გადმომცა 500 ლარი“, – აღნიშნა გიორგი ბასილაშვილმა. მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტმა ირინე ურუშაძემ განაცხადა, რომ ეს ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ამომრჩევლის მოსყიდვა დასჯადი ქმედებაა საქართველის სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლით. ამომრჩევლის მოსყიდვა, კერძოდ - ეს არის პოლიტიკური მიზნით პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მოთხოვნა ან მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა დაუყოვნებლივ გამოიძიონ დუშეთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ ოტიაშვილის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი. ფაქტის გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურას საჩივრით მიმართეს ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმაც.

31 აგვისტოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ოტიაშვილმა კანდიდატურა მოხსნა.

მიკერძოებულობა

30 აგვისტოს, მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა დააფიქსირა, რომ მცხეთა – მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში დუშეთის საოლქო – საარჩევნო კომისიის წევრებს შეხვდა. შეხვედრა მედიისთის დახურული იყო და ცენტრის წარმომადგენლები გამგეობის შენობაში არ შეუშვეს. შეხვედრასთან დაკავშირებით, არც გუბერნატორს და არც დუშეთის საოლქო – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თინა ბანცურს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი წინასაარჩევნო დაიჯესტს 1 ოქტომბრამდე, ყოველ შაბათს გამოაქვეყნებს.
დაიჯესტზე პასუხისმგებელი პირი გელა მთივლიშვილი:
Mtivlishvili@gmail.com  ტელ: 599 34 34 77

იხილეთ წინა დაიჯესტები:

მცხეთა – მთიანეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N1



Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC