კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ხარაგაულში ბანერები მასაც შეხვდება

5 სექტემბერი, 2012

კანდიდატებისთვის სპეციალური საბანერo ადგილები გამოიყოფა. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურმა ქალაქის ტერიტორიაზე სპეციალური ადგილების მოწყობა დაიწყო. სამსახურის უფროსი დავით ლაცაბიძე ამბობს, რომ ამ ადგილებზე წინასაარჩევნო სარეკლამო ბანერები გაიკვრება. თუმცა, ვერ აკონკრეტებს საარჩევნო რეკლამის განთავსება ყველა პარტიისთვის იქნება თუ არა ხელმისაწვდომი.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნოდარ ებანოიძე ამბობს: „ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია, გამოყოს ადგილი ბანერებისთვის, რომელიც თანაბრად უნდა გადანაწილდეს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. იმედია, ამ კანონს ადგილობრივი ხელისუფლება არ დაარღვევს“.

„თავისუფალი საქართველოს“ ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია ყურაშვილი საარჩევნო რეკლამისთვის ადგილის მომზადებას მიესალმება. თუმცა, იმედოვნებს, რომ ეს ადგილობრივი ხელისუფლების მორიგი ფანდი არ იქნება და მათ რეალურად მიეცამათ საარჩევნო რეკლამის განთავსების შესაძლებლობა.

მარი ტაბიძე, ხარაგაული

ახალი ამბები