კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართულმა ოცნებამ“ სამტრედიაში კიდევ ერთი ოფისი გახსნა

5 სექტემბერი, 2012

3 სექტემბერს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა და კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ სიის პირველმა ნომერმა კახი კალაძემ სოფელ ახალსოფელში „ქართული ოცნების“ ოფისი გახსნა.

სოფელ ახალსოფლის მკვიდრი სალომე გეფერიძე თვლის, რომ ოფისის გახსნა მნიშვნელოვანია კოალიციისთვის. „ჩვენ გვწამს, რომ ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე იმედებს გაგვიმართლებს“, - განაცხადა მან.

კალაძე სოფელ ბაშის, ყაზბეგისუბნისა და იანეთის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობამ უგზოობისა და უმუშევრობის პრობლემებზე ისაუბრა.

მოსახლეობასთან  შეხვედრაზე კალაძემ განაცხადა: „იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ხელისუფლებაშია, მოვუწოდებ, დღესვე ეძებონ ციხის კარები, რადგან მათი ადგილი 1 ოქტომბრის მერე ჩვენს გვერდით არ იქნება. ჩვენ ვეძებთ პატიოსან, ღირსეულ და პროფესიონალ ადამიანებს“.

მარი ტაბიძე, სამტრედია

ახალი ამბები