კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ლიბერთი ბანკი“ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბოდიშს უხდის

5 სექტემბერი, 2012

„ლიბერთი ბანკი“ კახეთის საინფორმაციო ცენტრს, 30 აგვისტოს, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე დავალიანების სახით 30 მილიონამდე ლარის ასახვის და ფინანსური ოპერაციების განხორციელების უფლების დაბლოკვის გამო ბოდიშს უხდის.

„მინდა მოგესალმოთ და გადაგიხადოთ მადლობა „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებით სარგებლობისთვის. 2012 წლის 30 აგვისტოს თქვენი ორგანიზაციის ანგარიშის ამონაწერში დაფიქსირებული არაზუსტი ინფორმაცია გამოწვეული იყო დროებითი ტექნიკური ხარვეზით, რომელიც ოპერატიულად შესწორდა თქვენგან მიღებული შეტყობინებისთანავე. „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელობამ და ტექნიკურმა პერსონალმა მიიღო ყველანაირი ზომა, რომ ამგვარი პრობლემა მეტი არ დაფიქსირდეს არც თქვენს კომპანიასთან, არც ჩვენი ბანკის სხვა კლიენტებთან მიმართებაში. ბანკის სახელით ბოდიში მინდა მოგიხადოთ წარმოქმნილი უხერხულობის გამო“, – ნათქვამია „ლიბერთი ბანკის“ წერილში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები