კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო რეკლამა ამბულატორიის ფასადზე

7 სექტემბერი, 2012

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის ამბულატორიის შენობის ფასადზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მამუკა ჭყოიძის საარჩევნო პლაკატია გაკრული. ამბულატორიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ 6 სექტემბერს დილით პლაკატი გაკრული დახვდათ და არ იციან, ვინ გააკრა.

სოფელ მოლითის რწმუნებული ზოია ტალახაძე აცხადებს: „მამუკა ჭყოიძე არის ჩვენი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი და ალბათ, ამიტომ არის გაკრული. შეიძლება, ეს პარტიის რომელიმე კოორდინატორმა გააკრა. მე მისი ჩამოხსნის უფლება არა მაქვს“.

ზოია ტალახაძე ამჟამად სოფელ მოლითში მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს.

მარი ტაბიძე, ხარაგაული

ახალი ამბები