კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში საქართველო 77-ე ადგილზეა

7 სექტემბერი, 2012

2012 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში საქართველო 77-ე ადგილზეა. world economic forum-ის რეიტნიგში სულ 144 ქვეყნაა შესული.

ინფრასტრუქტურის მიხედვით, საქართველო რეიტინგში 53 ადგილზეა, ინსტიტუციების მიხედვით - 61-ზე; მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით- 88-ე ადგილზეა; უმაღლესი განათლება და პროფესიული გადამზადება- 93-ე; სასაქონლო ბაზრის ეფექტურობა-82-ე; შრომითი ბაზრის ეფექტურობა-35-ე; ფინანსური ბაზრის განვითარება-93-ე; ტექნოლოგიური მზაობა-76-ე; ბაზრის სიდიდე-99-ე; ინოვაცია და განვითარების სექტორი-120-ე; ბიზნესის განვითარება- 113-ე; ინოვაციის მიხედვით-126-ე.

კვლევის მიხედვით, საქართველოში ბიზნესის საკეთებლად ხელის შემშლელი ფაქტორებია: დაფინანსების ხელმისაწვდომობა - 15,4 ქულა; კვალიფიკაციის შეუსაბამობა - 13,4; ინფლაცია - 11,1; მუშახელში სამუშაო ეთიკის ნაკლებობა - 10,2; გადასახადების რეგულაცია - 9,6; პოლიტიკური არასტაბილურობა - 9,5; ინფრასტრუქტურის არაადეკვატური უზრუნველყოფა- 7,8; გადასახადებეის სიდიდე - 6,0; სახელმწიფო არასტაბილურობა - 4,1; არაეფექტური სახელმწიფო ბიუროკრატია - 3,8; ცუდი საზოგადოებრივი ჯანდაცვა - 3,3; კორუფცია - 2,2; ამკრძალავი შრომითი რეგულაციები - 2,1; საგარეო ვალუტის რეგულაციები - 1,3; კრიმინალი და ქურდობა 0,1;

რეიტინგს, როგორც გასულ წელს, წელსაც სათავეში უდგას შვეიცარია. ათეულში არიან: სინგაპური, ფინეთი, შვედეთი, ჰოლანდია, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ჰონგ-კონგი და იაპონია.

ინტერპრესნიუსი 

ახალი ამბები