კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზეწოლა დევნილებზე: „ვისაც სურს, საცხოვრებელი არ დაკარგოს, ხმა ხუთ ნომერს მისცეს“

7 სექტემბერი, 2012

„ნაცმოძრაობის“ კოორდინატორები ამომრჩეველს აიძულებენ, ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კანდიდატს მისცენ. ამის შესახებ ქუთაისში, სასტუმრო „თბილისში“ მცხოვრები დევნილები აცხადებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები არაერთხელ მოვიდნენ, ჯერ ზოგადი საუბარი დაიწყეს და მერე გვითხრეს, რომ არჩევნებზე ხმა ხუთ ნომერს უნდა მივცეთ. პირდაპირ მითხრეს, რომ თუკი ხელს არ მოვაწერდი საბუთს, ბინიდან გამასახლებდნენ. როგორც მივხვდი, ,,ნაციონალების“ მხარდაჭერის ამსახველი დოკუმენტი იყო. ჩვენს მეზობლებს შეეშინდათ და ხელი მოაწერეს. დამეთანხმებით, არავის სურს ამ ქვეყანაში მეორედ გახდეს დევნილი და ისევ საცხოვრებელს დაუწყოს ძებნა. იყვნენ ისეთებიც, ვინც ხელმოწერას თავი აარიდა“, - ამბობს სასტუმრო ,,თბილისში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი.

თავად „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ მოსახლეობას აღწერენ და და საინფორმაციო მასალას არიგებენ.

„კანონსაწინააღმდეგოდ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ. არც აგიტაციას ვატარებთ და არც ზედმეტად ვიქცევით. ვისაც უნდა, იმას მისცენ ხმა. ეს ჩვენი საქმე არაა“, - აცხადებენ ისინი.

ამომრჩეველზე ზეწილის უარყოფის მიუხედავად, მსგავსი ფაქტები ქუთაისში, დევნილთა სხვა საცხოვრებლებშიც ფიქსირდება. humanrights.ge-ს ინფორმაციით, „ნაცმოძრაობის“ კოორდინატორები იძულებით გადაადგილებული პირების პირად მონაცემებს აგროვებენ. ისინი დევნილებს  ხელს ე.წ. ,,ნაციონალური მოძრაობის“ „მხარდაჭერის დოკუმენტზე“  აწერინებენ და „მეგობრულ რჩევებსაც“ აძლევენ: „ვისაც სურს, რომ საცხოვრებელი არ დაკარგოს, უმჯობესია ხმა ხუთ ნომერს მისცეს“.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები