„ქართული ოცნების“ ზესტაფონის ოფისის ხელმძღვანელი დავით მაღრაძე წინასაარჩევნოდ არათანაბარ პირობებზე საუბრობს.
რამდენიმე დღის წინ „ქართულმა ოცნებამ“ შეხვედრებისთვის ფართის გამოყოფის მოთხოვნით, წერილობით მიმართა ადგილობრივ გამგეობას. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა, მაგრამ ფართი, რომელიც შეხვედრებისთვის გამოიყო, ავარიულ მდგომარეობაშია და იქ შეხვედრის ჩატარება შეუძლებელი აღმოჩნდა.
მაღრაძის განმარტებით, სრულიად განსხვავებულ პირობებში უწევთ მუშაობა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.
„ჩვენ ქუჩაშიც რომ მოგვიწიოს შეხვედრა, ხალხს მაინც შევხვდებით, მაგრამ ცუდი ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატისთვის ზესტაფონის ყველა დარბაზი ღიაა, ჩვენ კი შეხვედრისთვის ერთი ავარიული შენობა გამოგვიყვეს“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.
მარი ტაბიძე, ზესტაფონი