კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფოთში „ქართულ ოცნებას“ საჯარო მოხელეები შეუერთდნენ

10 სექტემბერი, 2012

ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას“ და მის მაჟორიტარ კანდიდატს ფოთში ეკა ბესელიას მხარდამჭერები საჯარო სამსახურებშიც ჰყავს. 7 სექტემბერს მათ რიცხვს კიდევ ერთი საჯარო მოხელე, ქალაქ ფოთის მერიის სპორტის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ზურაბ მალანია შეუერთდა. 

კოალიციას, ასევე, ღია მხარდაჭერა გამოუცხადა სპორტსმენმა იაგო სორდიამაც, რომელიც არის საქართველოს შვიდგზის ჩემპიონი, მსოფლიო დონის პირველობების მრავალგზის გამარჯვებული, ევროპის პრიზიორი და 2009 მსოფლიო ჩემპიონი აღმოსავლურ ორთაბრძოლებში.

კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ფოთში, ეკა ბესელიამ ამ ფაქტთან დაკაშირებით სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ქართული სპორტის წარმომადგენლების მიერ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა. ეს ნიშნავს, რომ ამ სფეროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მომავალში. ზურაბ მალანია  პროფესიით არის ფოთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ამჟამად უკვე სავალალო მდგომარეობაში მყოფი სპორტის სახეობის - ნიჩბოსნობის მწვრთნელი“.

როგორც ბრიფინგზე ითქვა, მალანიას სურდა, დასწრებოდა ეკა ბესელიას შეხვედრას ფოთის სპორტულ საზოგადოებასთან. ფოთის მერიის მხრიდან კატეგორიული გაფრთხილების შემდეგ, მან გადაწყვიტა, ღიად დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია.

ფოთის მერიის სპორტის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ზურაბ მალანიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ფოთში აპირებს საჯარო მოხელეებზე „მუშაობას“. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველას დაგვავალდებულებენ „ნაციონალების“ სასარგებლოდ მუშაობას. ამიტომ მე ღიად ვუცხადებ მხარდაჭერას „ქართულ ოცნებას“ და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ეკა ბესელიას“, – აცხდებს ზურაბ მალანია, რომელიც ჯერჯერობით კვალვ აგრძელებს მუშაობას მერიის სპორტის სამსახურში. ხოლო თუკი მას სამსახურიდან გაანთავისუფლებენ, ეს ფაქტი შეფასებული იქნება როგორც პოლიტიკური დევნა.

„ნებისმიერ საჯარო მოხელეს, უფლება აქვს, გამოხატოს საკუთარი სიმპათია და მხარდაჭერა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიმართ. სააკაშვილის რეჟიმი მუდმივად იყენებს პოლიტიკურ ბერკეტებს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების და განსაკუთრებით - საჯარო მოხელეების წინააღმდეგ. ჩვენ მივესალმებით თითოელ ადამიანს, რომელსაც ყოფნით გამბედაობა და იყენებენ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას და ყოველგვარი შიშის გარეშე აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას“, - განაცხადა ბესელიამ

ცოტა ხნის წინ კოალიციას მხარდაჭერა ასევე გამოუცხადეს ფოთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა დავით კვიციანმა, რესურსცენტრის თანამშრომელმა ზურაბ ხაინდრავამ და ფოთის მერიის ეკონომიკის განვითარების სამსახურის თანამშრომელმა, ლაშა გობეჯიშვილმა.

ინგა გვასალია, ფოთი

ახალი ამბები