კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება „ამომრჩეველთა ლიგის“ წინააღმდეგ განხორციელებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით

10 სექტემბერი, 2012

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე 2012 წლის 5 სექტემბერს გამოქვეყნდა განცხადება , რომლის თანახმად, ააიპ „მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგა“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცნო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტად. შესაბამისად, მასზე გავრცელდა ორგანული კანონით დადგენილი შეზღუდვები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეს გადაწყვეტილება, როგორც განცხადებიდან ირკვევა, გამომდინარეობს „ააიპ „მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგის“ საქმიანობიდან, ასევე საჯაროდ გაცხადებული მიზნებიდან და ამოცანებიდან…“
 
როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ააიპ „მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგის“ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტად ცნობის ძირითად მოტივს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მისი მიზნები და ამოცანებია: „გაერთიანდნენ სახელისუფლო მონოპოლიისაგან, უსამართლობითა და სიცრუით გამოწვეული უიმედობისგან გასათავისუფლებლად... გაერთიანდნენ, რათა შეაჩერონ ხელისუფლების ბატონობა პიროვნებაზე, დაიცვან საკუთარი ღირსება, თავისუფლება და მომავალი“. აგრეთვე, ის, რომ „ამომრჩეველთა სიების დაზუსტების ეგიდით მიმდინარე აქტივობას, რისთვისაც ორგანიზაცია ფინანსურ რესურსებს იყენებს, თან ახლავს მკაფიოდ პოლიტიკური შინაარის განცხადებები, რაც ქმნის ფონდის მიზნებისა და ამოცანების პირდაპირ მიმართებას პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან და საქმიანობასთან. ამასვე მიუთითებს ფონდის ხელმძღვანელი პოლიტიკურად აქტიური პირების საჯარო გამოსვლები, რომლებიც თავიანთ ქმედებებში ცდილობენ, მოახდინონ საკუთარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რაც იწვევს ორგანიზაციის საქმიანობის პოლიტიკური ნიშნით აღქმადობას“.
 
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „პარტიისთვის ამ თავით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება პირზე, რომელსაც აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზნები და რომელიც ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს“.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის მეთოდოლოგიიდან ირკვევა, რომ „გაცხადებული საარჩევნო მიზანი… შეიძლება განიმარტოს, როგორც პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის განზრახვა, პოლიტიკური რეალობის შეცვლის ან შენარჩუნებისაკენ მისწრაფება, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების, ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი“.  ამრიგად, იმისათვის, რათა კონკრეტულ პირს ჰქონდეს ე.წ. „გაცხადებული საარჩევნო მიზანი“, მისი მოქმედება მიმართული უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენისაკენ, არამედ, აგრეთვე, უნდა იკვეთებოდეს კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების, ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში აღნიშნული არც ერთი მიზეზი არ განეკუთვნება ორგანული კანონის 261 მხულის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სფეროს.

ჩვენ მოვუწოდებთ სახელწიფო აუდიტის სამსახურს, რათა უფრო დამაჯერებლად წარმოადგინოს სამართლებრივი დასაბუთება და კონკრეტული ფაქტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეწყვიტოს „მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგის“ წინააღმდეგ განხორციელებული, ან მომავალში განსახორციელებელი მოქედებები.

ეს ფაქტი, ასევე მოხვდება ადამიანის უფლებათა ცენტრის, როგორც არჩევნებზე დამკვირვებელი ადგილობრივი ორგანიზაციის შესაბამის ანგარიშში და ეს ინფორმაცია მიეწოდება საერთაშორისო დამკვირვებლებსა და საზღვარგარეთის საელჩოებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები