კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მწვანე, უფერული და ვარდისფერი ამომრჩევლები „ნაციონალური მოძრაობის“ გარდაბნის შტაბში

13 სექტემბერი, 2012

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

11 სექტემბერს გარდაბანში, აღმაშენებლის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბს ვესტუმრეთ. ეს ოფისი პარტიის გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი (თემურ) ფეიქრიშვილის მხარდასაჭერად გაიხსნა.

შტაბში სამი ადამიანი დაგვხვდა. მათ თავაზიანად  მიგვიღეს  და ყავასთან ერთად „ცივ წყალზეც“ დაგვპატიჟეს. შტაბის ხელმძღვანელმა  კი სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ოფისში ვერ მოვა, რადგან თბილისშია. თუმცა, მანამდე შტაბის წევრები გვიხსნიდნენ, რომ უფროსი გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიაში გავიდა. 

შტაბში ჩვენი ყოფნის მიუხედავად, წევრებმა ამომრჩევლების სიების დახარისხება დაიწყეს. კითხვაზე რატომ არის ამომრჩევლების გვარები ვარდისფრად და მწვანედ  გადახაზული, გვპასუხობენ: „მწვანე არის მხარდამჭერი, ხოლო ვარდისფერი არ არის ჩვენი... საერთოდ, რომ არ არიან გახაზულები, ისინი ჯერ ფიქრობენ“, - გვიხსნიან შტაბის წევრები.

ისინი სიებს ხაზავენ, ჩვენ კი, რაც გვაინტერესებს, ვეკითხებით, თან ფოტოებსაც ვიღებთ და... „მეტ სარგებელსაც“.

სიებში, რომლის ნახვის საშუალებაც გვაქვს, მწვანეთა რაოდენობა „მოფიქრალ ამომრჩევლებთან“ შედარებით უმცირესობაშია.  ჩვენ ხუმრობაზე, რომ აშკარად არა აქვთ კარგად საქმე, ცდილობენ, საპირისპირო დაგვიმტკიცონ: „ეს არის მხოლოდ გარდაბნის ამომრჩევლების სია, მაგრამ ჯერ ერთ უბანს გავდივართ. ასეთი სიები კიდევ ბევრია. მწვანეები ნამდვილად არ არიან ცოტანი“, - გვპასუხობს შტაბის თანამშრომელი გოგონა.

ახალი ამბები