კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაციონალური მოძრაობის“ პლაკატები მერიის მიერ აკრძალულ ადგილებშია გაკრული

13 სექტემბერი, 2012

ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე, ყოფილი უნივერმაღის ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს და ღობე აქვს შემორტყმული, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პლაკატებია გაკრული. გიორგი ბარამიძის („ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის  მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში) და რობერტ ჩხაიძის („ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის  მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლესს საბჭოში) პლაკატები აქ ორი დღის წინ, ღამით გააკრეს.

ბათუმის მერიის მიერ მიღებული განკარგულების მიხედვით,  შავშეთისა და ბაქოს ქუჩების ტერიტორიაზე მსგავსი საარჩევნო პროპაგანდა აკრძალულია.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე ამბობს, რომ მერიის მიერ მიღებულ განკარგულებაში მხოლოდ შენობებია მითითებული და არა ღობე:  „აკრძალულ ზონაში პლაკატების გაკვრა აკრძალულია შენობა-ნაგებობებზე. ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო პლაკატები გააკრა არა შენობა-ნაგებობებზე, არამედ სამშენებლო ღობეზე“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პარმენ ჯალაღონია აცხადებს, რომ ეს ფაქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა: „ხსენებული ობიექტი მდებარეობს სწორედ ამ აკრძალული ზონის ფარგლებში. სწორედ, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ აკრძალული ზონის ფარგლებში შემავალი სამშენებლო ღობე აუცილებლად უნდა ჩაითვალოს შესაბამის შენობა-ნაგებობად და ამ სამშენებლო ღობეზე არ უნდა მოხდეს პლაკატების განთავსება“.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები