კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის უნივერსიტეტის ყოფილ ლექტორს გერმანიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა

14 სექტემბერი, 2012

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მიმართულების ყოფილ კოორდინატორს არჩილ ჯორჯაძეს გერმანიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს თავად არჩილ ჯორჯაძემ დაუდასტურა.

არჩილ ჯორჯაძე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, თელავში, „ახალი მემარჯვენეების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ფიქრია ჩიხრაძის საარჩევნო შტაბის იურისტი იყო. ამ თანამდებობაზე მუშაობისას, მან უნივერსიტეტიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ჯორჯაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტიდან არ წავიდოდა, აფრთხილებდნენ, რომ უნივერსიტეტს პრობლემებს შეუქმნიდნენ. 2009 წელს, ჯორჯაძე სწავლის გასაგრძელებლად ესპანეთში წავიდა. მისი განმარტებით, სწორედ ამის შემდეგ, მას საქართველოდან შეუთვალეს, რომ უკან დაბრუნების შემთხვევაში დააპატიმრებდნენ. ვისგან ხორციელდებოდა ზეწოლა, ჯორჯაძეს არ დაუსახელებია.

ყოფილმა ლექტორმა გერმანიას პოლიტიკური თავშესაფრის მიღების მოთხოვნით 2010 წლის ნოემბერში მიმართა. მისი მოთხოვნა გერმანიის ხელისუფლებამ ახლა დააკმაყოფილა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები